ხოსეპ გვარდიოლამ ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში “სიტის” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.
“მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელი გუნდში წლობით დარჩენას იმსახურებს. თუმცა, წლიდან წლამდე სიტუაცია იცვლება. ზოგი მათგანი ახერხებს ახალ მოცემულობასთან ადაპტაციას, ზოგი კი ვერა. საქმე მათ ოსტატობაში კი არა, იმის ვერაღქმაშია, რომ ხანდახან შეიძლება სათადარიგოთა სკამზე დარჩენ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელისთვისვე უმჯობესია, რომ გუნდიდან წავიდეს” – განაცხადა გვარდიოლამ.
“სიტის” თავკაცს კონკრეტული ფეხბურთელები არ დაუსახელებია, მაგრამ სტრიქონთა შორის ზოგიერთის გვარი მაინც იკითხება. სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდებათ სერხიო აგუეროს და ფერნანდინიოს, ბოსების მხრიდან ახალი შეთავაზება კი ჯერაც არ ჩანს. მათ გარდა “შერისხულთა” შორის სავარაუდოდ აღმოჩნდება ბენჟამენ მენდიც, რომელიც აგერ უკვე 12 ტურია, სათადარიგოთა სკამს ათბობს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
