დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაშები. გამოიკვეთა ორი მკაფიო ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი” და „ბაიერნი”. კარგი შედეგი ჰქონდა კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის „პარი სენ ჟერმენს”, რომელმაც „ბარსელონას” სტუმრად 4:1 მოუგო, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე გადაჭრით მაინც ვერავინ ბედავს თქმას, რომ პარიზელებს თავი ქუდში აქვთ. ცალი ფეხი მეოთხედფინალში აქვს „დორტმუნდს”, რომელმაც სევილიაში 3:2 გაიმარჯვა.
პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა „ლივერპულმაც” — ბუდაპეშტში ანუ ქაღალდზე სტუმრად 2:0 მოუგო „ლაიპციგს”, მაგრამ მერსისაიდელები ბოლოხანს ისეთ ფორმაში არიან, რომ მათი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად გამოცხადება ცოტა ძნელია.
„ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ, გერმანელმა დიტმარ ჰამანმა კი „სქაიში”, თავის ბლოგში, დაწერა, რომ მას გული სულ სხვა რამეს უგრძნობს:
„გული მკარნახობს, რომ ფავორიტი „ჩელსია”, რომელიც ახალი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელმძღვანელობით აღმასვლას განიცდის. ტუხელმა გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენი” გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დიდი გამოცდილება შეიძინა”.
„ჩელსიმ” მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბუქარესტში ანუ, რეალურად ნეიტრალურ მოედანზე, ოფიციალურად კი სტუმრად 1:0 მოუგო „ატლეტიკოს”. შეხვედრის ერთადერთი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა ოლივიე ჟირუმ.
ჰამანი: „სხვა მხრივ კი მე „მანჩესტერ სიტის” მაინც „ბაიერნსა” და დანარჩენ გუნდებზე წინ დავაყენებდი. „სიტიმ” ზედიზედ 19 თამაში მოიგო და ტიტულისკენ გზას ჯიქურ იკაფავს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
