სავარაუდოდ, უახლოეს შეხვედრებში ინგლისური “ლივერპული” მეკარე ალისონ ბეკერს ვერ დაიხმარს. ბრაზილიელის 57 წლის მამის ჟოზე ბეკერის ცხედარი გუშინ ტბაში იპოვეს.
თვითმხილველთა თქმით, ის ქალაქ რინკაუ-დუ-ინფერნოს მახლობლად ბანაობისას დამბიდან გადახტა და წყალში გაუჩინარდა. ტრაგედია დაახლოებით 17.00 საათზე მოხდა. მალევე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, ჟოზე ბეკერის ცხედარს, რომელიც 23.59 საათზე აღმოაჩინეს, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
ბუნებრივია, ალისონი რამდენიმე დღით დატოვებს “ლივერპულის” ბანაკს. გასათვალისწინებელია ისიც, რა კვალს დატოვებს მომხდარი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შესაბამისად, სათამაშო ფორმაზე.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
