ჭდე: ბელარუსი

Home ბელარუსი
ბოიკოტი ეროვნულ ჩემპიონატს
ჩანაწერი

ბოიკოტი ეროვნულ ჩემპიონატს

ერთბაშად ცხრა წამყვანი ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ფან-დაჯგუფებამ მოუწოდა ქომაგებს, არ დაესწრონ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს. მათი პროტესტი ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური ვითარების და კონკრეტულად ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არის მიმართული. მანიფესტზე ხელმომწერთა შორის ქვეყნის წამყვანი კლუბების ფანკლუბები არიან: ბატე, “შახტიორი”, ბრესტის “დინამო”, “სლუცკი”, “ვიტებსკი”, “მოლოდეჩნო”, “ნემანი”, ჟოდინოს და მინსკის “დინამო” და “მინსკი”. სავარაუდოდ, პროტესტი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს...

მინსკს მსოფლიო წაართვეს
ჩანაწერი

მინსკს მსოფლიო წაართვეს

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში მინსკსა და რიგაში 21 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. თუმცა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსს მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ტურნირის ჩატარების ადგილი მოგვიანებით დადგინდება. საერთაშორისო ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ბელარუსში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. როგორც იცით, მინსკში მიტინგებია – ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. საერთაშორისო ფედერაციის აზრით, მინსკი ვერ შეძლებს...

ლუკაშენკო არა, ისა…
ჩანაწერი

ლუკაშენკო არა, ისა…

ჩეხურმა საავტომობილო გიგანტმა „შკოდამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ 28 წლის განმავლობაში პირველად უარს იტყვის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობაზე, თუკი 2021 წელს ტურნირს ბელარუსი უმასპინძლებს. „ჩვენ ჰოკეის დიდი თაყვანისმცემლები ვართ და ვამაყობთ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით, რომელიც 1992 წლიდან დღემდე გრძელდება. მაგრამ, ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალურ პრინციპებს და უარს ვამბობთ სპონსორობაზე, თუ ტურნირი ბელარუსში...

ჩანაწერი

ბელარუსი მაინც წინაა

გარდა მუდმიმოქმედი ე.წ. „მცოცავი“ რეიტინგისა, ფიფა ყოველწლიურ რეიტინგებსაც აქვეყნებს. 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა 1267 ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოში 89-ე პოზიცია დაიკავა. ჩვენზე 2 ქულით მეტი აქვს და ერთი საფეხურით გვისწრებს ბელარუსი, რომელმაც ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსთან კი წააგო, მაგრამ შესარჩევი ციკლი უფრო წარმატებულად გაიარა. ზედიზედ მესამე წელიწელიწადია საუკეთესო გუნდი ბელგიის ეროვნული ნაკრები ხდება.  ათეული კი...

ერთი მატჩიც და…
ჩანაწერი

ერთი მატჩიც და…

საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო წამამდე გვენერვიულა. არადა, ყველაფერი ფაქტობრივად მატჩის დასაწყისშივე უნდა დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ: მე-15 წუთზე სამი ქართველი შემტევი ორი ბელარუსის მცველის პირისპირ. ეს დანამდვილებით იყო ის შემთხვევა, როდესაც ასეთი მომენტის გაფუჭებას გაუკუღმართებული ფანტაზია სჭირდება… პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მატჩში საქართველოს 3-4 გოლიც რომ გაეტანა, ვერავის მოუბრუნდებოდა ენა, შედეგი ძალთა ბალანსს არ...

ზეიმი პირველი
ჩანაწერი

ზეიმი პირველი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა. ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი...

ბელარუსთან მაყურებელი არ იქნება
ჩანაწერი

ბელარუსთან მაყურებელი არ იქნება

საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით, მომდევნო დღეებში მიიღებს. თუმცა, ისტორიულ მატჩამდე სულ სამი დღეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე სიტუაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ. არადა, უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, მასპინძელ გუნდს სტადიონის ტევადობის 30 %-ის შევსების უფლება მიეცა, მაგრამ გულშემატკივართა...

მარხელმა 28 შეარჩია
ჩანაწერი

მარხელმა 28 შეარჩია

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ის 28 ფეხბურთელი დაასახელა, რომლითაც 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისური დაპირისპირებისთვის მოემზადება. ეს ევრო 2020-ის ფლეი ოფის ნახევარფინალი იქნება. წყვილის უმჯობესი ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს შეეცილება. მარხელმა თბილისში გასამართი მატჩისთვის ეს შემადგენლობა შეარჩია: მეკარეები ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი)...

წინ, ევროპიკენ!
ჩანაწერი

წინ, ევროპიკენ!

8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელსაც 26 მარტს უნდა გამართულიყო. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნახევარფინალურია, მოგების შემთხვევაში, ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს საქართველოს ნაკრები თბილისშივე უმასპინძლებს. ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩვენს ჯგუფში არის. ერთი თვის წინ, ჩვენებმა თბილისში მიიღეს და ფრედ,...

სანამ ვაისი ფიქრობს
ჩანაწერი

სანამ ვაისი ფიქრობს

საქართველოს ეროვნულ გუნდს 8 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ბელარუსის ნაკრებთან. სანამ ვლადიმირ ვაისი ფიქრობს, ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 35 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც საბოლოო 27-კაციან სიას 28 სექტემბერს გამოაცხადებს. 3 ოქტომბერს კი გუნდი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. მარხელის გუნდი თბილისში...