ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და 91-ედან 89-ე ადგილამდე აიწია. უახლოესი მეტოქე ბელარუსი ოდნავ ზემოთ, 87-ე ადგილზეა. მომდევნო მეტოქე სომხეთი – 101-ე. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეხვედრებში საქართველომ ესტონეთს 1:0 მოუგო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 1:1 ითამაშა. უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 39-ე საფეხურზეა და 16 ქვეყანას უსწრებს....
ჭდე: ბელარუსი
ბელარუსთან ანანიძის გარეშე
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია, თორემ შესაძლოა, გაყრის ინიციატორი კლუბიც ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ ანანიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა „როტორს“. მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ზუსტი ვადები დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ანანიძეს ვოლგოგრადულ კლუბთან კონტრაქტი 2021...
საქართველო – ბელარუსი 8 ოქტომბერს შედგება
უეფაში ჩვენთვის საინტერესო სხდომა გაიმართა. ცხადია, ერთა ლიგის ნახევარფინალების მატჩების ჩატარებაზე ვსაუბრობთ, რომლის საბოლოო თარიღები, როგორც იქნა გაირკვა. საქართველოსა და ბელარუსის მატჩი „დინამო არენაზე“ 8 ოქტომბერს გაიმართება, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს ვუმასპინძლებთ. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მაყურებლის დასწრება ამ ისტორიულ თამაშზე (თამაშებზე). ეს საკითხი მოგვიანებით, კორონავირუსის...
უშიშრები, თუ?..
ბელარუსის თასის ფინალში, „ბატემ“ ბრესტის „დინამო“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე 20 წამით ადრე ზახარ ვოლკოვმა გაიტანა. „ბატემ“ ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის თასი, რაც სარეკორდო გამოდგა. მანამდე ეს პრიზი სამ-სამჯერ სოლიგორსკის „შახტიორს“, მინსკის „დინამოს“, ბრესტის „დინამოს“ და ბობრუისკის „ბელშინას“ მოეგოთ. ამ ამბავზე შესაძლოა, ყურადღება არც გაგვემახვილებინა, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი. ზოგადად, კორონავირუსის...
შერეკილები
რუსეთის პრეზიდენტი კატასტროფული პანდემიური ფონის გადაფარვას უკვე აბსოლუტურად მარაზმატული გადაწყვეტილებებით ცდილობს. 9 მაისის განკარგულებით მან დაავალა სპორტის სამინისტროს იმ სპეციალური ღონისძიებების თანადგომა, რომლებიც სიმფეროპოლში დაიგეგმა და რომლის მიზანიც მსოფლიოში უძლიერესი ერის (!) გამოვლენა იქნება. მინისტრმა ოლეგ მატიცინმა ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში პრეზიდენტს 1 დეკემბრამდე უნდა ჩააბაროს. მოდით, მიკერძოებად რომ არ ჩაგვეთვალოს, პუტინის ამ განკარგულებაზე თავად...
ბელარუსი წესრიგით იმუქრება
„კარგად გვესმის, რა ამბავიც იქნება თბილისში 26 მარტს. ყველა ბილეთი გაყიდულია. დიდი აჟიოტაჟია. ზედმეტი მღელვარება კი, რამაც შეიძლება ფეხბურთელებზე იმოქმედოს, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. ფსიქოლოგიური მუშაობაა საჭირო, რათა 55 000-იანმა სტადიონმა და მეტოქის მხარდაჭერამ ბელარუსის ნაკრები არ მოშალოს. რა თქმა უნდა, კავკასიაში თამაში რთულია და ეს ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს იგრძნობოდა. თბილისშიც, ბაქოშიც,...
ადგილამდე დრო
დროის ათვლა დაიწყო. უფრო სწორად, 2020 წლის მარტისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანად ევრო 2020 უფრო კარგად მოჩანს. ქომაგების პულსიც სწორედ ამის შემდეგ აჩქარდა, თუმცა წინ კიდევ კლასიკური შესარჩევი ეტაპი იყო და იოტისოდენა, მაგრამ მაინც...






