საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია, თორემ შესაძლოა, გაყრის ინიციატორი კლუბიც ყოფილიყო.საქმე იმაშია, რომ ანანიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა „როტორს“.
მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ზუსტი ვადები დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
ანანიძეს ვოლგოგრადულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 20 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. ბუნებრივია, ჯანო ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებსაც გამოტოვებს, რომელთაგან ერთი – ბელარუსთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
