ჭდე: ჯანო ანანიძე

Home ჯანო ანანიძე
და ჯაბა?
ჩანაწერი

და ჯაბა?

აგერ ჯანო ანანიძეც გავაცილეთ ნაკრებიდან. წესის და რიგისამებრ. მოედანზე გასვლით, სიმბოლური საჩუქრებით და ცხადია, გულშემატკივრის ტაშით. და რა უცნაურია, რომ სიმბოლური საჩუქარი და გასაცილებელი ტაში არ რგებია ჯაბა კანკავას. ფეხბურთელს, რომელსაც 17 წელი ემოსა მთავარი გუნდის მაისურა. 100-ჯერ გავიდა ამ მაისურით მოედანზე და მათგან 62 მატჩში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა. ჯაბა კანკავა ამ სიმბოლური გაცილების გარეშეც...

თბილისური თოვლი, სასწრაფო, შედევრი…
ჩანაწერი

თბილისური თოვლი, სასწრაფო, შედევრი…

სხვა „ბათუმი“ და ჯანო თოვლიანობის გამო ელიგის მეოთხე ტური ნაკლული გამოდგა. ორი თამაში: „დინამო“ – „დილა“ და „ტორპედო“ –  „ლოკომოტივი“ გადაიდო (ლიგა 2-ში სულაც 4 შეხვედრა ვერ ჩატარდა). პირველ სამ ტურში არცერთი ფრე დაფიქსრებულა. ამჯერად კი სამიდან ორი მატჩი დასრულდა. პირველი, ბათუმური 2:2 გახლდათ. მოქმედმა ჩემპიონმა თამაში ცუდად დაიწყო. ძნელი სათქმლია რისი ბრალი იყო ეს,...

ბათუმური ზღაპარი
ჩანაწერი

ბათუმური ზღაპარი

ამ არეულ დროში რაღაც რომ გაგიხარდება, უკვე დიდი შეღავათია. მით უმეტეს, თუ ეს სიხარული საფუძვლიანია. ბათუმის ახალი სტადიონი უკვე სრულფასოვნად გაიხსნა. 2020 წლის 27 ოქტომბერს ახალ ულამაზეს არენაზე ლენტი საზეიმოდ კი გაიჭრა . თუმცა იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, ისიც უმაყურებლოდ და მინდვრის საფარის პრობლემების გამო, კიდევ ნახევარი წლით დაიხურა. და აი, 8 მაისს, უკვე...

რუსული ჭაობი
ჩანაწერი

რუსული ჭაობი

არც ვიცი, რატომ მომინდა ამ თემაზე დაწერა. ალბათ იმიტომ, რომ რუსულ მინდვრებზე ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს. მიხარია, როგორ არ მიხარია, მაგრამ თან მეშინია. რისი და იმის, რომ ვინც რუსეთიდან თავი ვერ დაიხსნა, ბოლომდე ვერც გაიხსნა. მაგალითები? ზაზა ჯანაშია! მალხაზ ასათიანი!! ჯანო ანანიძე!!! ეს მხოლოდ ერთბაშად მოსაგონარი და ყველაზე მსხვილი კალიბრის ვარსკვლავებია, რუსული ფეხბურთის ჭაობმა რომ ჩაითრია....

ბელარუსთან ანანიძის გარეშე
ჩანაწერი

ბელარუსთან ანანიძის გარეშე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია, თორემ შესაძლოა, გაყრის ინიციატორი კლუბიც ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ ანანიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა „როტორს“. მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ზუსტი ვადები დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ანანიძეს ვოლგოგრადულ კლუბთან კონტრაქტი 2021...

ჯანო როტორელი
ჩანაწერი

ჯანო როტორელი

„ტელეფონით გავიგე, რომ ჩემი აყვანა „როტორს“ სურდა. როცა წინადადება მივიღე ვიფიქრე, ავწონ-დავწონე, ჩემი კარიერისთვის როგორ აჯობებდა. სხვა გუნდებიც მეპატიჟებოდნენ, საქართველოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, თუმც ოფიციალურად მხოლოდ როტორმა შემომთავაზა სამსახური. როგორც ფეხბურთელი, ფაქტობრივად რუსეთში გავიზარდე . 15 წელიწადია აქ ვარ, აქედან 11 სეზონი მოსკოვის „სპარტაკში“. ახლა ნულიდან ვიწყებ, რადგან განათხოვრებით აღარ ვარ. ვფიქრობ, ტრავმებიც უკან...

ანანიძე ბარსას კადრია
ჩანაწერი

ანანიძე ბარსას კადრია

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...

უჯანოოდ
ჩანაწერი

უჯანოოდ

ჯანო ანანიძე კვიპროსზე, ანორთოზისში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსკოვის სპარტაკიდან გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებში მან სულ შვიდჯერ ითამაშა და… დაშავდა… თან რა დროს… ჯანომ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და თვენახევარი მოუწევს დასვენება, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში, 26 მარტს ბელარუსთან ვერ ითამაშებს სიტყვამ მოიტანა და, საქართველო – ბელარუსის მატჩი შესაძლოა...

მესია თუ მესია?
ჩანაწერი

მესია თუ მესია?

„სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებდა და ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გიორგი ჩაკვეტაძესთან საუბარიც მოვასწარი: – გიო, მე და ჩემს კოლეგებს ხანდახან გაზვიადება და გაღმერთება გვიყვარს. აკეთე ის, რაც გიყვარს და ასეთი თუ უფრო მაგარი პრიზები თავისით მოვა. ეს საუბარი ჯანო ანანიძესა და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის კონტრაქტის გაწყვეტამ გამახსენა. ჯანოც და გიოც ხომ ის ფეხბურთელები არიან, თავის დროზე...

ჯანო კუნძულზე
ჩანაწერი

ჯანო კუნძულზე

11 წლის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკიდან“ აბარგებულმა ჯანო ანანიძემ კვიპროსს მიაშურა და კარიერას „ანართოზისში“ გააგრძელებს.  საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმც პირობები ჯერ არ გახმაურებულა. ჯანო „ანართოზისში“ თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგანაც მწვრთნელის გარდა მას კუნძულზე ეროვნულ გუნდში პარტნიორები – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დახვდებიან. შეგახსენებთ, ჯანო...