ევროპალიგა დაწყვილდა

Home კატეგორიის გარეშე ევროპალიგა დაწყვილდა
ევროპალიგა დაწყვილდა

UEFA Europa League round of 16 draw: All you need to know | UEFA Europa  League | Football24 News Englishგუშინ დასრულებული ევროპალიგის მატჩების შემდეგ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

რანგით მეორე ევროპულ ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ დავით ხოჭოლავა შემორჩა, რომლის „შახტარი“ იტალიურ „რომას“ დაუპირისპირდება.

ყველაზე საინტერესო დუელად კი ცხადია, „მილანი“ – „მანჩესტერი“ უნდა მივიჩნიოთ.

მერვედფინალური წყვილები

„აიაქსი“-„იანგ ბოიზი“; „დინამო“ კიევი -„ვილიარეალი“; „რომა“-„შახტარი“;

„ოლიმპიაკოსი“ – „არსენალი“; „დინამო“ ზაგრები -„ტოტენჰემი“;

„მანჩესტერი“ -„მილანი“; „სლავია“ „რეინჯერსი“; „გრანადა“-„მიოლდე“;

პირველი მატჩები 11 მარტს გაიმართება, საპასუხოები – 18 მარტს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...