სომხეთის მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ლევონ არონიანი ქვეყნის დატოვებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდში თამაშს აპირებს. მოჭადრაკემ საკუთარი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ამ სახეობის მიმართ უყურადღებობით ახსნა.
„გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო: ეპიდემია, ჩვენს შემთხვევაში ომიც და აბსოლუტურად უყურადღებო სახელმწიფო სომეხი მოჭადრაკეების მიმართ. ჩემს წინ იდგა არჩევანი – დამემთავრებინა კარიერა, თუ წავიდე იქ, სადაც მაფასებენ.
ერთწლიანი ლოდინის შემდეგ მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება – დავტოვო სამშობლო. ნათელია, რომ ყოველწლიური ლოდინი ჩემი სპორტული კარიერისთვის დაკარგული წლებია.
ყველა ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ახალ ხელისუფლებას ვერ ავუხსენი, რომ საჭადრაკო წარმატებები სომხეთის ყველაზე დიდი მიღწევებია და კიდევ უფრო დიდი მემკვიდრეობა.
სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები ყოველწლიურად მქონდა. მათ შორის იყო ამერიკელი მეცენატი და ჭადრაკის მოყვარული რექს სინკფილდი, ვინც აშშ-ს ნაკრებში თამაშს მთავაზობდა. მადლობა მას, რომ ჩემი კიდევ სჯერა. გვერდით დამიდგა ამერიკელთა უძლიერესი მოჭადრაკე და უკვე მომავალი თანაგუნდელი ფაბიანო კარუანაც. ამიტომ მივიღე ეს მძიმე გადაწყვეტილება“, – წერს არონიანი სოციალურ ქსელში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
