ჭდე: ბორის ჯონსონი

Home ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა
ჩანაწერი

ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა

„დეილი  მეილი” წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოფისმა რედაქცია „ნიუკასლ იუნაიტედის” საეჭვო გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებთან არ მიუშვა. შარშან, პრემიერლიგის კლუბი საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა 305 მილიონ გირვანქად შეიძინა. პრემიერ მინისტრის ოფისმა აღიარა, რომ „ნიუკასლის” გაყიდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის საკითხებში თავის საგანგებო მრჩეველთან, კენ კოსტასთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ მასთან მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. „დეილი...

აბრამივიჩის მერე მანსურიც
ჩანაწერი

აბრამივიჩის მერე მანსურიც

როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც ახალი ეპოქა დგება, რომელშიც დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება და აღშფოთება საკმარისი აღარ არის. ამის ყველაზე მკაფიო ნიშნებს დიდი ბრიტანეთი ამჟღავნებს, რომელიც თავის ფეხბურთის კლუბებს, უფრო სწორად კი მათ მეპატრონეებს დაერია. „ჩელსისა“ და რომან აბრამოვიჩის ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მართალია, 55 წლის ოლიგარქი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქმიანი კავშირები...

მანჩესტერ იუნაიტედი აეროფლოტიდან ჩამოსვეს
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი აეროფლოტიდან ჩამოსვეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ავიარეისი ბოლო წამს გაუქმდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ მადრიდს მიემგზავრებოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია: მანჩესტერელები ევროთასებზე ჩვეულებრივ რუსული „აეროფლოტით“ დაფრინავენ, რადგან უამრავ ავიაკომპანიათა შორის მაინდამაინც მასთან აქვთ კონტრაქტი, მაგრამ სამშაბათს საქმეში რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა ჩაერია. შედეგად, რალფ რანგნიკი და მისი რაზმი დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანია „ტიტან ეარვეიზით“ გაემგზავრენ. როგორც ცნობილი...

ფეხბურთია, ფეხბურთი!
ჩანაწერი

ფეხბურთია, ფეხბურთი!

ინგლისელ ფანებს საზეიმოდ აქვთ საქმე — „ბოქსინგ დეის“ თამაშები ჩვეულებრივად ჩატარდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა რომ Covid 19-ის პანდემიის გამო ახალ რეგულაციებს არ შემოიღებს… 27 დეკემბრამდე მაინც. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს შობის მეორე დღეს სავსე ტრიბუნები და გულშემატკივრობა ელით. თუმცა, ჯონსონის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ინგლისს ეხება. შოტლანდიაში სტადიონებზე 500 ადამიანზე მეტს...

ფინალის ადგილი შეიცვალა
ჩანაწერი

ფინალის ადგილი შეიცვალა

კარგა ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს სტამბოლი  უმასპინძლებდა. პანდემიის მესამე ტალღამ კი აქაც შეიტანა კორექტივები. თურქეთში კოვიდის გავრცელების ტემპი მაღალია და ქვეყანა ე.წ. „წითელ ზონაში“ მოხვდა. უეფას შესაბამისმა კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, ფინალი პორტუში, სტადიონ „დრაგაუზე“ გადაეტანა. ერთ-ერთი ფაქტორი ისიც გახლდათ, რომ ბრიტანეთს პორტუგალია „მწვანე სიაში“ ჰყავს და ფინალიდან დაბრუნებულ ინგლისელ...

ფინალი შეიძლება ლისაბონში ჩატარდეს
ჩანაწერი

ფინალი შეიძლება ლისაბონში ჩატარდეს

„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრებიან, მაგრამ, დიდი შანსია, რომ ეს „უემბლიზე” კი არა, პორტუგალიაში, მოხდება. თავიდან, ფინალის მასპინძლად სტამბოლი იყო დადგენილი, თუმცა თურქეთს covid 19-მა ახალი ძალით შეუტია და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს მოუვიდა იდეა, ორი ინგლისური გუნდის შეხვედრა ინგლისშივე ჩაეტარებინათ. აქ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაციის წყალობით,...

არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია
ჩანაწერი

არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება....

უეფას ევროპის ჩემპიონატის ინგლისში ჩატარება ჭკუაში დაუჯდა
ჩანაწერი

უეფას ევროპის ჩემპიონატის ინგლისში ჩატარება ჭკუაში დაუჯდა

გუშინ გაცნობეთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უეფას 2020 წლიდან 2021 წელს გადადებული ევროპის ჩემპიონატის მთლიანად მის ქვეყანაში ჩატარება შესთავაზა და როგორც შევიტყვეთ ნიონში ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ. გაირკვა, რომ ევროფეხბურთის ბოსები საბოლოო სიტყვას 7 აპრილს იტყვიან. თავდაპირველი გეგმის თანახმად, ინგლისში, ლონდონში, „უემბლიზე”, მხოლოდ 7 მატჩი უნდა გამართულიყო. ლაპარაკი იყო D ჯგუფის სამ...

ბრიტანეთს მთელი ჩემპიონატი მოუნდა
ჩანაწერი

ბრიტანეთს მთელი ჩემპიონატი მოუნდა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უეფას ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის თავისი ქვეყნის სტადიონებს სთავაზობს. აქ, ლაპარაკია მთელს შეჯიბრებაზე და არა იმ რამდენიმე შეხვედრაზე, რომლებიც ბრიტანეთში ისედაც უნდა გაიმართოს. განვმარტავთ: მსოფლიოში კორონაპანდემია მძვინვარებს, გაერთიანებულ სამეფოს კი „ბებერ კონტინენტზე” ვაქცინაციაში ბადალი არ ჰყავს. შესაბამისად, თუ ევრო 2020-ის (აწ უკვე ევრო 2021-ის) მასპინძლებად ჩანიშნული ქვეყნებიდან ბევრი ვერ შეძლებს სტუმრების...

ინგლისელების სავარდო და სამაისო
ჩანაწერი

ინგლისელების სავარდო და სამაისო

ამ სეზონში, ინგლისში სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 17 მაისს ჩარაზული ჭიშკრები გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ 23 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, თითოეულ თამაშს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი დაესწრება — სარბიელთა ტევადობის 25 პროცენტი. და ეს საუცხოო ცნობაა ინგლისის ფეხბურთის ლიგის ანუ ქვედა ეშელონის კლუბებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში მათ ფლეი-ოფები...