ოსაკას იაპონური ტრადიცია

Home კატეგორიის გარეშე ოსაკას იაპონური ტრადიცია
ოსაკას იაპონური ტრადიცია

ასე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. წინა კვირაში ვწერდით: 23 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა ის გოგონაა, რომელიც თუ მეოთხედფინალამდე მივიდა, სლემტიტულს უსათუოდ იგებს.

აგერ უკვე მეოთხე წელია, ის ტრადიციას არ არღვევს და ორჯერ US OPEN, ორჯერაც კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

ამერიკელ ჯენიფერ ბრედისთან იაპონელს დიდი პრობლემები არ შექმნია – 6:4, 6:3.

სლემტიტულების ოდენობით ის კიმ კლეისტერსს დაეწია და მოქმედთაგან მხოლოდ სერენა (23) და ვინუს (7) უილიამსებს ჩამორჩება.

ოსაკა მონიკა სელეშსაც გაუტოლდა: პირველია მონიკას შემდეგ, ვინც პირველი ოთხიდან სლემტურნირებზე ოთხივე ფინალი მოიგო.

ორშაბათს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება, ნაომი ერთ ნაბიჯს წინ გადადგამს და მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".