ჭდე: მილუოკი

Home მილუოკი
გოგამ მერვე ორმაგი…
ჩანაწერი

გოგამ მერვე ორმაგი…

რეგულარულ სეზონში „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა გოგა ბითაძემ მერვე ორმაგი დუბლი გაიფორმა. არადა, „ორლანდომ“ ჩვენებურის ყოფილ გუნდთან 109:114 წააგო, მაგრამ გოგამ იანის ადეტოკუმბოსთან ბრძოლაში 12 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. გოგასთვის ეს მატჩი სათამაშო დროის მხრივ სარეკორდო იყო. აქამდე ნბა-ს მატჩში ყველაზე მეტი – 35 წუთი ჰქონდა ნათამაშები, „მილუოკი ბაქსთან“ შეხვედრაში კი, 38 წუთი გაისარჯა. ქართველმა...

მოხსნებში ხუთიანი, ქულებში ორიანი
ჩანაწერი

მოხსნებში ხუთიანი, ქულებში ორიანი

„მილუოკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა და 112:100 დაამარცხა. გასახარია, რომ სანდრო მამუკელაშვილი პარკეტს ხანგრძლივი დროით დაუბრუნდა. ჩვენებურმა პარკეტზე 20.35 წუთი გაატარა, რაც მილუოკელთა ლიდერის, იანის ანტეკოკუმბოს ტრავმით უნდა იყოს გამოწვეული – ბერძენმა კალათბურთელმა მოედანზე სულ 9 წუთი დაჰყო. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. იყო დადებითი და უარყოფითი მომენტებიც: 2 ქულა და ორივე...

მამუს დრო ეზრდება
ჩანაწერი

მამუს დრო ეზრდება

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ 109:102 მოუგო „ორლანდოს“ და ჩვენებურმაც, გუნდის გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოინაგრა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში...

სანდროს ექვსიანები
ჩანაწერი

სანდროს ექვსიანები

„მილუოკი ბაქსის“ ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს არყოფნაში, ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს „შარლოტ ჰორნეთსთან“ შეხვედრაში პარკეტზე გასასვლელად 15 წუთი მიეცა. „მილუოკელებმა“ სტუმრად 105:96 მოიგეს, ჩვენებური კი, გუნდს 6 ქულითა და 6 მოხსნით შეეწია. სანდრომ ორიდან თითო ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და ოთხი სამქულიანიდანაც ერთხელ უწია მიზანს. მამუკელაშვილის აქტივში ერთი დაფარებაც იყო. „ბაქსს“ 16 მოგება და 6 მარცხი...

გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა
ჩანაწერი

გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანზე 15 წუთით შეუშვეს და ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. მართალია, გოგას ფანტასტიკური სტატისტიკა არ ჰქონია, მაგრამ რაც დაუთმეს, იმ დროში ბევრ კომპონენტში გუნდს სარგებელი მოუტანა. ინდიანელები შინ „მინესოტას“ დაუხვდნენ და 101:115 დამარცხდნენ. გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა....

მამუკელაშვილმა ფაჩულიას რეკორდი ჩამოართვა
ჩანაწერი

მამუკელაშვილმა ფაჩულიას რეკორდი ჩამოართვა

ზაზა ფაჩულიას 15-წლიანი რეკორდი 11 აპრილიდან სანდრო მამუკელაშვილის საკუთრებაა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 2007 წელს „ვაშინგტონს“ 27 ქულა ჩაუგდო, მამუკელაშვილმა კი, ეს ნიშნული 28-მდე აიყვანა. გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი“ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „კლივლენდს“ ესტუმრა და 115:133 წააგო. მატჩი მილუოკელთათვის არაფერს ცვლიდა და მწვრთნელმა ის კალათბურთელები დატვირთა, რომლებსაც სეზონის მანძილზე დიდი დრო არ ეძლეოდა. ასე...

მამუკელაშვილმა ბითაძეს მოუგო, ბითაძემ მამუკელაშვილს აჯობა
ჩანაწერი

მამუკელაშვილმა ბითაძეს მოუგო, ბითაძემ მამუკელაშვილს აჯობა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შინ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ დაუხვდა და 128:119 მოუგო. საბოლოოდ „მილუოკი“ თუ უკეთესი იყო, ქართველ კალათბურთელთა დუელი ბითაძემ მოიგო. გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25.14 წუთში გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ბითაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი გააცუდა, 8-დან...

სანდრო ჯადოქრების სამყაროში
ჩანაწერი

სანდრო ჯადოქრების სამყაროში

არის! სანდრო მამუკელაშვილმა საწადელს უწია და კალათბურთის ჯადოქრების სამყაროს – NBA-ის ბინადარი გახდა. გამთენიისას დასრულებულ დრაფტთან დაკავშირებული პროგნოზები სრულად ახდა. ქართველი მძიმე ფორვარდი გოგა ბითაძის „ინდიანამ“ მეორე წრის 24-ე ნომრად (ჯამურად 54-ე) აირჩია, მაგრამ ქართული დუეტის ხილვა ერთ გუნდში წინასწარ იყო გამორიცხული. ეს არჩევანი „ინდიანასა“ და მოქმედ ჩემპიონ „მილუოკის“ შორის რამდენიმესვლიანი გარიგების ნაწილი იყო. „ინდიანამ“...

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა
ჩანაწერი

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა

ესპანეთის თასის მფლობელი და როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ფავორიტი „ბარსელონა“, კიდევ უფრო გაძლიერდა. „ბარსას“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ესპანელ კალათბურთელ პაუ გაზოლთან. პაუ „ბარსაში“ 16 ნომრით ითამაშებს. 40 წლის გაზოლი NBA-ს ორგზის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. გაზოლმა პროფესიული კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო,...

ჩანაწერი

მშიერი ბიჭის 228 მილიონი

იანის ადეტოკუმბო 2021 წელს NBA-ის ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტი იყო. „მაიამი“, „დალასი“, „ტორონტო“ და „ლეიკერსიც“ კი მსუყე შეთავაზებებს ამზადებდნენ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მთავარი პრეტენდენტი მაინც იანისის დღევანდელი კლუბი „მილუოკი“ იყო, რომელსაც 1,5-ჯერ მეტის შეთავაზების უფლება ჰქონდა. ხუთწლიან კონტრაქტში 228 მილიონი მშობლიური კლუბიდან ან 145 მილიონი და ახალი გარემო. როგორ ფიქრობთ, რას აირჩევდა იანისი? ბერძენმა...