რეგულარულ სეზონში „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა გოგა ბითაძემ მერვე ორმაგი დუბლი გაიფორმა.
არადა, „ორლანდომ“ ჩვენებურის ყოფილ გუნდთან 109:114 წააგო, მაგრამ გოგამ იანის ადეტოკუმბოსთან ბრძოლაში 12 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. გოგასთვის ეს მატჩი სათამაშო დროის მხრივ სარეკორდო იყო. აქამდე ნბა-ს მატჩში ყველაზე მეტი – 35 წუთი ჰქონდა ნათამაშები, „მილუოკი ბაქსთან“ შეხვედრაში კი, 38 წუთი გაისარჯა.
ქართველმა ცენტრმა 12 ქულასა და 14 მოხსნასთან ერთად 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 11 ცდიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო, ორი სამიანი კი ააცილა.
საინტერესოა ისიც, რომ 38 წუთის განმავლობაში ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს. 17 მოგებითა და 10 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მესამე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „მეჯიქი“ შინ, „ოკლაჰომასთან“ გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
