„მილუოკი ბაქსის“ ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს არყოფნაში, ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს „შარლოტ ჰორნეთსთან“ შეხვედრაში პარკეტზე გასასვლელად 15 წუთი მიეცა.„მილუოკელებმა“ სტუმრად 105:96 მოიგეს, ჩვენებური კი, გუნდს 6 ქულითა და 6 მოხსნით შეეწია.
სანდრომ ორიდან თითო ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და ოთხი სამქულიანიდანაც ერთხელ უწია მიზანს. მამუკელაშვილის აქტივში ერთი დაფარებაც იყო.
„ბაქსს“ 16 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე მაჩვენებელია. მომდევნო შეხვედრა მილუოკის 6 დეკემბერს, ორლანდოელ „ჯადოქრებთან“ ელით.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
