გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილიფელდის „არმინიამ” საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შედეგად, დარჩენილი ტურების მიუხედავად, „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. კატასტროფულმა სეზონმა „შალკეს“ ქომაგების განრისხება გამოიწვია და მათ ფეხბურთელებზე ფიზიკურად გაიწიეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორ შველიან გაქცევით თავს ფეხბურთელები.
ჭდე: არმინია
ფულის ფლანგვა ბაიერნში
„ბაიერნმა”, ბუნდესლიგაში, სულ რაღაც ერთ კვირაში ხუთი ქულა დაკარგა — 3:3 „არმინიასთან” და 1:2 „აინტრახტთან”. „დღეს „ბაიერნს” 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური ფეხბურთის თამაში აღარ შეუძლია,” — თქვა რადიო Bayrischer Rundfunk-თან ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ვეტერანმა, ტელეექსპერტმა, 47 წლის დიტმარ ჰამანმა. მისი აზრით, „რეკორდმაისტერის” ბოლოწამის შენაძენებმა 24 წლის მარკ როკამ, 29 წლის ბუნა სარმა, 30 წლის დუგლას...
ბაიერნი თოვლსა და სიგიჟეში
მიუნხენში, „ალიანც არენაზე”, „ბაიერნსა” და ბიელეფილდის „არმინიას” შორის ნამდვილი სიგიჟე გაიმართა. „შპორტ ბილდმა” ისიც კი დაწერა, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო თამაში იყოო. ალბათ, დრამატულს გულისხმობდა. საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე მასპინძლები 2:3-ს აგებდნენ და რომ არა ალფონსო დევისის საჯარიმოში შევარდნა, სადაც კანადელმა მისკენ გადმოვარდნილ ბურთს მთელი ძალით დასცხო მარცხენა ფეხი, ვინ იცის რა მოხდებოდა. თამაშის...
გერმანიის მთავრობა ლაიფციგს არ ეშვება
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ლივერპული“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. როგორც იცით, გერმანიას კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გამო ამ ქვეყნებთან სპეციალური რეგულაციები აქვს. შედეგად, „ლივერპული“ გერმანიაში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ პირველი მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა, ახლა გერმანიის მთავრობამ „ლაიფციგს“ ისიც გამოუცხადა, თუ სათამაშოდ ინგლისში ჩახვალთ, უკან დაბრუნებულები...



