ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა „დორტმუნდის“ ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას მწვანე შუქი აუნთო. გავრცელებული ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მზად არიან ბუნდესლიგის ახალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
აბრამოვიჩს უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს დაგეგმილი და მზად არის უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე 300 მილიონი ევრო ჩადოს. ეს იმის მიუხედავად, რომ სეზონის სტარტზე საკმაოდ მასშტაბური სატრასნფერო კამპანია გასწია და გუნდმა ტიმო ვერნერი, ჰაკიმ ზიეჩი, ბენ ჩიუელი, ტიაგო სილვა, კაი ჰავერცი და ედუარდ მენდი შეიძინა, რაც 247 მილიონი დაუჯდა.
ჰოლანდი კი გერმანიაში ბრწყინავს და 17 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, რასაც ზედ სამი საგოლე პასი დაურთო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაში – 5 მატჩი, 8 გოლი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
