დღე-დღეზე ავსტრიულ ფეხბურთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი, უწინ ნიდერნალდური „ვიტესის“ ხემლძღვანელი მერაბ ჟორდანია გამოჩნდება.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ დირექტორატში იქნება. სხვათა შორის, ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ამას წინათ საქართველოშიც გაამხილა, თუმც ჩანს, საქმე უკვე დასარულს მიუახლოვდა. სავარაუდოდ, მერაბ ჟორდანია კლუბის ერთ-ერთი მმართველი იქნება. მეტს კი ავსტრიელები ამ დღეებში გამოაცხადებენ.
„ფორმალობები დარჩა მოსაგვარებელი. ცოტაც და ახალი რეალობის მოწმენი ვიქნებთ. საბოლოო ბეჭედს უახლოეს მომავალში დავარტყამთ და ყველაფერს წვრილად მოგახსენებთ. მთავარია, რომ შეთანხმება უკვე შედგა. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა მრავალწლიანი იქნება, – თქვა „აუსტრიას“ მმართველმა დირექტორმა მარკუს კრეტჩმერმა.
„აუსტრია“, ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დიდი კლუბია: 24-გზის ჩემპიონი და 27-გზის თასის მფლობელი.

ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
