ამ სეზონში „ლივერპულმა” ინგლისის ორივე თასი მოიგო, ლიგის და ფეხბურთის ასოციაციის. იურგენ კლოპის გუნდს ორივე ფინალში „ჩელსი” შეხვდა და ორივეჯერ თამაში თავისი დამატებითი დროით 0:0 დამთავრდა ანუ მერსისაიდელებმა წარმატებას პენალტებით მიაღწიეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველს ლონდონელთა კაპიტან სესარ ასპილიკუეტას მოეცარა ხელი, თუმცა მდგომარეობა მეკარე ედუარ მენდიმ გამოასწორა. მან თანამემამულისა და სენეგალის ნაკრებში თანაგუნდელის სადიო მანეს დარტყმა…
თუ ხვალ ევრო 2020-ის ფინალში გაიმარჯვებენ, ინგლისელი ვარსკვლავები ლას ვეგასში აიწყვეტენ. „ლხინის ჭიას” ჯეკ გრილიშსა და მეკარე ჯორდან პიკფორდს ბიჭების აყოლიება ჰქონიათ გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, გრილიშსა და პიკფორდს „კაზინოთა მექაში” მიჰყვებიან მეისონ მაუნტი, დეკლან რაისი, და ბენ ჩილუელი. ლას ვეგასისკენ გეზი უჭირავს გრილიშის ძმაკაცს, „ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მედისონსაც. მათ, ამ წლის დასაწყისში უკვე მოასწრეს…
ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ უნდა იღონონ რამე: მას მერე, რაც შოტლანდიელ ბილი გილმორს covid 19 აღმოაჩნდა, ისინი სულ მცირე იმაში მაინც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ გუნდში ყველა ჯანმრთელად არის. შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, „უემბლიზე”, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს, ორიოდ დღეში კი გაირკვა, რომ სქოთ გილმორს კორონავირუსი სჭირს. გილმორი ათდღიან თვითიზოლაციაშია და D ჯგუფის…
და კვლავ, სეზონში, რომელიც ყველას წამხდარი ეგონა, „ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ასე მოხდა 2012-ში და იგივეა 2021-შიც. მაშინ, 9 წლის წინ, გუნდს მწვრთნელი შუა სეზონში შეუცვალეს — ანდრე ვილაშ-ბოაშის ნაცვლად რობერტო დი მატეო დანიშნეს და მან ფინალში „ბაიერნი” დაამარცხა. ახლა, 21-ში, შუა სეზონში, ფრენკ ლემპარდის ნაცვლად თომას ტუხელი მოვიდა და… დასავლეთლონდონელთა გუნდი ისევ ფინალშია….
გაუგონარი რაღაც ხდება — „ლივერპულმა” შინ ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. „ჩელსიმ” კი იპოვა რაღაც, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო და ფრენკ ლემპარდის ხელში დაკარგული ჰქონდა. ახალი თავკაცის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით დასავლეთლონდონელები უკვე რეალურად იბრძვიან ოთხეულისთვის. „ენფილდზე” გამარჯვებამ (1:0) ისინი მეოთხე ადგილზე დასვა. ახლა, „ლურჯები” მეორეზე მყოფ, „უძრაობის ხანაში” შესულ „მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ადგილებსა…
„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას…
დიდი შანსია ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის შეხვედრა ისლანდიის წინააღმდეგ ათასობით კილომეტრის მოშორებით, ალბანეთში ითამაშოს. ეს, კლუბებსა და ნაკრებს შორის ახალ დაპირისპირებებს გამოიწვევს. თუ ინგლისელები შემდეგ ოთხშაბათს ბალკანეთში გაემგზავრებიან, სამშობლოში ხუთშაბათს გამთენიამდე ვერ დაბრუნდებიან, შაბათს კი უკვე პრემიერლიგის თამაშებია. ეს დიდი დარტყმა იქნება ფრენკ ლემპარდისთვის, რომლის „ჩელსიც” სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლს მიემგზავრება, სადაც მატჩი, როგორც ინგლისელები…
ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ. მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან…
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ტრაბახის და დაცინვის საშუალება მიეცათ. მათი „ხმაურიანი მეზობლები” უეფამ ორი წლით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ახლა, არ არის გამორიცხული, რომ ამას ზედ ცინიკური ამბავიც დაემატოს — „სიტის” ადგილი ევროპაში სწორედ „იუნაიტედმა” დაიკავოს. გუშინ, „იუნაიტედი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშებოდა (2:0 მოუგო), მაგრამ სტუმარი გუნდის ფანები ტრიბუნიდან „სიტის” უმღეროდნენ: „აი,…
ფრენკ ლემპარდმა „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი ქულა მოიგო, მაგრამ თავს უარესად გრძნობს, ვიდრე პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წაგების შემდეგ გრძნობდა. „სტემფორდ ბრიჯზე“, „ლესტერ სიტიმ“, ვილფრედ ნდიდის მიერ ლურსმანივით ჩაჭედებული თავურით გაქვითა მეისონ მაუნტის გახსნილი ანგარიში — 1:1. ლემპარდმა თქვა: „უცნაურია, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ გაცილებით უხასიათოდ ვარ, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშის შემდეგ ვიყავი. არადა,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes