საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი შეჯიბრების D ჯგუფში 2:1 მოუგო კერკეტ კაკალს, ისლანდიას, რომელიც შესანიშნავად ორგანიზებული, პრესინგის მიმდევარი, აგრესიული გუნდი გამოდგა. სკანდინავიელები მასპინძლებს მაგრად დაუდგნენ, თუმც ისიც სათქმელია, რომ ბურთის ძირითადად (78%) ფრანგები ფლობდნენ და მომენტებსაც მეტად ქმნიდნენ. ანგარიში ისლანდიამ გახსნა ― 22-ე წუთზე ანდრი გუდიონსენმა მაიკლ ოლისეს შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარში შეაგდო....
ჭდე: ისლანდიის ნაკრები
ერთმა იძალადა, ფედერაცია გადადგა
ისლანდიურ ფეხბურთში ხმაურიანი სკანდალია. ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა. საქმე ეხება სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტს, რომელსაც თურმე 2017 წელს ჰქონდა ადგილი. ახლახანს ეს ამბავი გაახმოვანა 25 წლის ქალბატონმა. მისი თქმით, ოთხი წლის წინ რეიკიავიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ეროვნული ნაკრების წევრმა მასზე სექსუალურად იძალადა — ფეხებს შორის მეხებოდა და კისერშიც მომკიდა ხელიო. მან და მისმა...
ალბანეთშიო?
დიდი შანსია ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის შეხვედრა ისლანდიის წინააღმდეგ ათასობით კილომეტრის მოშორებით, ალბანეთში ითამაშოს. ეს, კლუბებსა და ნაკრებს შორის ახალ დაპირისპირებებს გამოიწვევს. თუ ინგლისელები შემდეგ ოთხშაბათს ბალკანეთში გაემგზავრებიან, სამშობლოში ხუთშაბათს გამთენიამდე ვერ დაბრუნდებიან, შაბათს კი უკვე პრემიერლიგის თამაშებია. ეს დიდი დარტყმა იქნება ფრენკ ლემპარდისთვის, რომლის „ჩელსიც” სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლს მიემგზავრება, სადაც მატჩი, როგორც ინგლისელები...
უემბლი ოფსაიდში დარჩება?
კოვიდპანდემია სანაკრებო ფეხბურთს საკლუბოზე მეტად უშლის ხელს. ასე მაგალითად, ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც ერთა ლიგის ფორმატით უნდა გაიმართოს შესაძლოა ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიტანონ. წესითა და რიგით ის ლონდონში, „უემბლიზე” უნდა ჩატარებულიყო. პრობლემა გახლავთ ახალი რეგულაცია, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ შემოიღო და რომლის თანახმადაც დანიიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლა შეიზღუდა. თვით პრემიერლიგამაც კი მიმართა თავის კლუბებს, მოერიდონ...
ინგლისის და ისლანდიის თამაშს გადადება ემუქრება
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრძანა, ჩემს ქვეყანაში დანიიდან შემოსული არავინ დავინახოო და… ინგლისისა და ისლანდიის შეხვედრას გადადება დაემუქრა. მიზეზი ცხადია კორონაპანდემია გახლავთ. ზემოთ ხსენებული ბრძანება უეჭველად შეაშფოთებს პრემიერლიგის კლუბებსაც, რომლებმაც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელები მთელი ორი კვირით მოისაკლისონ. მათ ხომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი დაემუქრებათ. აქამდე დანიიდან შემოსვლა ელიტურ სპორტსმენებს შეუზღუდავი ჰქონდათ. მათთვის გამონაკლისი...




