„ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ბაზრობას „ბრაიტონიდან” შოტლანდიელი ბილი გილმორის ყიდვით დაუსვა წერტილი. 23 წლის ნახევარმცველს X პლატფორმაზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიესალმა, „ბრაიტონმა” კი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბილი”, — დაწერა „ნაპოლის” მეპატრონემ. „ვადასტურებთ, რომ ნახევარმცველი ბილი გილმორი „ნაპოლიში” გადავიდა. პირობებს არ ვასაჯაროებთ. გმადლობთ კარგი მოგონებებისთვის, ბილი!”, — გამოაქვეყნა „ბრაიტონმა”. ამრიგად,...
ჭდე: ბილი გილმორი
ნაპოლის ლონდონური საქმეები გვარდება
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შოტლანდიელი ბილი გილმორის შეძენის საქმე ფაქტობრივად გაჩარხა. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონშია, სადაც ტრანსფერს შეიძლება დღესვე დაუსვას წერტილი. „აძურიმ” ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ყველა საკითხი მოაგვარა. ახლა „ბრაიტონთან” შეთანხმება დარჩა. თუმცა მანა ინგლისში მარტო გილმორის გამო არ ჩასულა. მას „ჩელსისთან” რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სურს დალაპარაკება. მოგეხსენებათ, „ატლეტიკოდან” ესპანელი სამუ ომოროდიონის...
ნაპოლი ცაიტნოტშია
დაიწყოიტალიელი ჟურნალისტის, სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” 23 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის, ბილი გილმორის შეძენას აპირებს. გილმორი 170 სანტიმეტრია, 2019-22 წლებში „ჩელსიში” თამაშობდა, თუმცა ამ პერიოდის ბოლო სეზონი იჯარით „ნორვიჩში” გაატარა. 2022 წლიდან ის „ბრაიტონის” წევრია, რომელსაც შოტლანდიის ნაკრებში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დი მარციომ „სქაი სპორტის” X პლატფორმაზე დაწერა: „მას...
შოტლანდიამ ინგლისს კოვიდით შეუტია
ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ უნდა იღონონ რამე: მას მერე, რაც შოტლანდიელ ბილი გილმორს covid 19 აღმოაჩნდა, ისინი სულ მცირე იმაში მაინც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ გუნდში ყველა ჯანმრთელად არის. შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, „უემბლიზე”, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს, ორიოდ დღეში კი გაირკვა, რომ სქოთ გილმორს კორონავირუსი სჭირს. გილმორი ათდღიან თვითიზოლაციაშია და D ჯგუფის...



