შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალამდე ორიოდ საათით ადრე, „ჩელსიში” უცნაური ამბავი მოხდა — ანდრეას კრისტენსენმა მწვრთნელ თომას ტუხელს უთხრა, რომ თამაშისთვის მზად არ იყო, გუდა-ნაბადი აიკრა და სასტუმროდან წავიდა. თანაგუნდელები გაოცებულები უყურებდნენ. დანიელმა წინა შეხვედრა „ლიდს იუნაიტედთან” თავიდან ბოლომდე ითამაშა და ცუდი მომზადებისა არაფერი ეტყობოდა. ტუხელი იძულებული გახდა შემადგენლობა შეეცვალა — კრისტენსენის ნაცვლად დაცვაში...
ჭდე: ანდრეას კრისტენსენი
კლოპი: ჩვენ ასე არასდროს ვიქცევით!
იურგენ კლოპი ლივერპულელებს გაუბრაზდა. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მისმა სათადარიგოებმა „ჩელსის” მცველის ანდრეას კრისტენსენის გაძევება იზეიმეს. „სტემფორდ ბრიჯზე”, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე, კრისტენსენმა სადიო მანეს წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უფრო სწორად, დანიელს მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ ყვითელი ავტომატურად იქცა წითლად. ამ ეპიზოდის მიმოხილვისას ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენმა დაწერა:...
აი, სიხარული!
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ტრაბახის და დაცინვის საშუალება მიეცათ. მათი „ხმაურიანი მეზობლები” უეფამ ორი წლით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ახლა, არ არის გამორიცხული, რომ ამას ზედ ცინიკური ამბავიც დაემატოს — „სიტის” ადგილი ევროპაში სწორედ „იუნაიტედმა” დაიკავოს. გუშინ, „იუნაიტედი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშებოდა (2:0 მოუგო), მაგრამ სტუმარი გუნდის ფანები ტრიბუნიდან „სიტის” უმღეროდნენ: „აი,...


