ინგლისელებმა ოღონდ ვინმეს დაცინონ და… თუმცა, ვინ იცის, იქნებ მართლებიც იყვნენ. წუხელ გერმანიაში ევრო-2024 გაიხსნა და „სანმა” ასე დაწერა: „რა სჯობს მსოფლიოს დიდი სპორტული შეჯიბრების გახსნის ექსტრავაგანტურ ცერემონიალს, ოღონდ თუ ისეთი არ არის, როგორსაც მიუნხენში ვუყურეთ — გულშემატკივრები მასპინძლებისა და შოტლანდიის ნაკრებთა შეხვედრის წინ გამართული შოუს დროს ტელევიზორს ხმას ურთავდნენ. ევრო 2024-ის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ვარსკვლავი...
ჭდე: შოტლანდიის ნაკრები
მაკტომინეი: ქართველები ბავშვებივით ტიროდნენ
საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) შემდეგ, ევროპული პრესა მოიარა შოტლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის სკოტ მაკტომინეის ნათქვამმა, რომ ქართველები პატარა ბავშვებივით ტიდორდნენ. მაკტომინეიმ თბილისში სტუმრების პირველი გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მისი მეშვიდე გოლი იყო. შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გაუტოლდა ჯონ მაკგინსა და სტივენ ფლეტჩერს, რომელთაც შოტლანდიელთაგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ...
დიდი ნეხვი კორიდის ქალაქში
ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში, სევილიაში ესპანეთმა შოტლანდიას 2:0 მოუგო, მაგრამ მე-60 წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, სქოთებს გოლი გაუუქმეს. ეს VAR-ის დახმარებით გადაწყდა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა საფინალო სასტვენამდე 30 წუთით ადრე ბრიტანელებს ერთგოლიანი უპირატესობა რომ მოეპოვებინათ. გოლი, რომლის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ, სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. მსაჯის გადაწყვეტილება კი იმდენად საეჭვო იყო,...
ესპანეთი თუ ნორვეგიასაც მოუგებს და სხვა ვარიანტები
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 თამაშიდან 4 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა, ესპანეთმა შოტლანდიას შინ 2:0, ხოლო ნორვეგიამ კვიპროსს სტუმრად 4:0 მოუგო. ამ შედეგების გათვალისწინებით, „ლა როხა” გერმანიის საგზურამდე ერთ ნაბიჯშია. საამისოდ, ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებს კვირას ნორვეგიის დამარცხება სჭირდებათ. ოსლოში გამარჯვების შემთხვევაში ესპანელები ჩრდილოელებს ხუთი ქულით ჩამოიტოვებენ. ამის შემდეგ სტალე...
ეს იყო მენტალური ბრძოლის საღამო
ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებმა საქართველოს 2:0 მოუგო, სქოთურ პრესაში კვლავ უბრუნდებიან. ამ შეხვედრის მთავარი მოვლენა გახლდათ წვიმა და დატბორილი მოედანი, რის გამოც თამაში საათნახევრით შეწყდა. თემას გაზეთი „სქოთსმენი” უბრუნდება. მის ფურცლებზე „ასტონ ვილასა” და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ჯონ მაკგინი ამბობს: „დიდებული საქმე შეასრულა იმ ხალხმა, ვინც მინდორს მიხედა. მინდოდა მათთვის ხელი ჩამომერთმია, მაგრამ...
მაკგრეგორი: თუ გინდათ საქართველოში ჩამოვალთ და იქ გეთამაშებით
ბრიტანული „სანის” სქოთური ვერსია გლაზგოში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას უბრუნდება და წერს, რომ ავდრის გამო ის 90 წუთით შეწყდა, მაგრამ ქართველებისთვის ეს საკმარისი არ იყო. ისინი ერთხანს მოედანზე დაბრუნებას საერთოდ უარობდნენ. ანგარიში მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა გახსნა, რის შემდეგაც მსაჯმა იშტვან ვადმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა და შესარჩევი შეხვედრა ქაოსად...
სტივ კლარკი — პატიოსანი კაცი
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი გულწრფელად ამბობს, რომ ევრო 2024-ის შესარჩევი შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის კალუმ მაკგრეგორის გოლამდე უნდა შეწყვეტილიყო. მატჩი, რომელიც გლაზგოური თქეშის გამო ერთ საათზე მეტხანს შეწყდა, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა — 2:0. მაკგრეგორმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა. სქოთებმა მეორე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს, ეს სკოტ მაკტომინეიმ შეძლო, 90+4 წუთზე კი ხვიჩა...
ვილი სანიოლი: ჩვენ მოგვექცნენ როგორც ნივთებს
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მის გუნდს ევროპის 2024 წლის შესარჩევ შეხვედრაში, შოტლანდიასთან, დატბორილ „ჰემპდენ პარკზე” თამაში უეფამ აიძულა. შეხვედრა თქეშის გამო დაახლოებით ერთი საათით შეწყდა. განახლების მერე მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს. მსაჯის დამატებულ წუთებში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ააცილა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 2000-01 წლების გამარჯვებული მომხდარით საშინლად უკმაყოფილო გახლდათ. ის...
სტივ კლარკისთვის საქართველო საშიში არ არის
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი ამბობს, რომ „ჰემპდენ პარკიდან” საქართველოს ნაკრების აჩრდილის განდევნა საჭირო არ არის. მას საქართველო არ აშინებს. კლარკს ერთადერთი რამ ამოძრავებს: რწმენა იმისა, რომ მომავალი უკეთესია ვიდრე წარსული. დღეს ქვეყანა, რომელმაც შოტლანდიის ნაკრებს 2007 და 2015 წლებში მოუგო (2:0 და 1:0) ხვდება კლარკის ბიჭებს, რომელთაც პირველად ისტორიაში შეუძლიათ შესარჩევი შეჯიბრების ზედიზედ ოთხ...
სქოთები მეცხრე ცაზე კბილებს ილესავენ
უემოციო სტივ კლარკი გარანტიას იძლევა, რომ ის თავის ფეხბურთელებს წარმატებით ტკბობისა და ევრო 2024-ის ოქროს ბილეთის ხელიდან გაშვების ნებას არ მისცემს. გუშინ შოტლანდიელი ერი ოსლოში მომხდარის გამო ჯერ კიდევ მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მოგეხსენებათ, კლარკის გუნდმა შაბათს, ნორვეგიასთან, შეხვედრის მიწურულს მატჩის ბედი შემოატრიალა და ზედიზედ სამი თამაშიდან ცხრა ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე დამკვიდრდა — შედეგად...









