ლინდონ დაიკსისა და კენი მაკლინის მიერ ნორვეგიასთან შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლებით შოტლანდიელებმა ოსლოში 2:1 მოიგეს და სამი თამაშიდან ცხრა ქულით ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფს ლიდერობენ. მასპინძელთაგან ანგარიში მეორე ტაიმიში ერლინგ ჰოლანდმა პენალტით გახსნა. დღეისათვის, სქოთები ნორვეგიელებს, რომლებიც შეჯიბრების დაწყებამდე სავარაუდოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტათ მიაჩნდათ, 8 ქულით უსწრებენ. შოტლანდიელები მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მასპინძლობენ...
ჭდე: შოტლანდიის ნაკრები
მარტინ ოდეგორი: ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაძნელდა
ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, შოტლანდიამ ოსლოში საოცარი თამაში „შემოატრიალა” — ნორვეგიელები ერლინგ ჰოლანდის მიერ 61-ე წუთზე გატანილი პენალტით იგებდნენ და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ალბათ თავს ქუდშიც გრძნობდნენ, რომ 87-ე წუთზე ლინდონ დაიკსისა და 89-ე წუთზე კენი მაკლინის დარტყმებით სტუმრებმა სამი უმნიშვნელოვანესი ქულა შეიმატეს. ახლა სქოთები ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე...
უცხოპლანეტელების სამწუხაროდ
უკრაინამ „ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიას მოუგო — 3:1 და ცხადია ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო უკრაინელი ფეხბურთელების მიერ იმ ხალხის სახელის უკვდავყოფა, ვინც რუსეთის აგრესიას შეეწირა. ამ გამარჯვებით „ლურჯ-ყვითლებმა” ის ხალხი გაამხნევეს, ვინც სარდაფებში ყუმბარებს აფარებს თავს, ვისაც სახლი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ვინც ომობს… გლაზგოში თამაშს 3500 უკრაინელი დაესწრო, მათ შორის...
შოტლანდიამ ინგლისს კოვიდით შეუტია
ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ უნდა იღონონ რამე: მას მერე, რაც შოტლანდიელ ბილი გილმორს covid 19 აღმოაჩნდა, ისინი სულ მცირე იმაში მაინც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ გუნდში ყველა ჯანმრთელად არის. შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, „უემბლიზე”, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს, ორიოდ დღეში კი გაირკვა, რომ სქოთ გილმორს კორონავირუსი სჭირს. გილმორი ათდღიან თვითიზოლაციაშია და D ჯგუფის...
მოურინიუ: ინგლისს მოგება არც უცდია
მთელი თამაშის განმავლოვაში ვერ დაინახე ის რისკი და სითამამე, რომელიც მოგებას სჭირდება, — წერს ჟოზე მოურინიუ ინგლისის ნაკრების შესახებ თავის ბლოგში, ევრო 2020-ზე, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებთა 0:0-ის შემდეგ და განაგრძობს: წინა შეხვედრაში, ხორვატიასთან, კარგი იყო ნახევარმცველთა, დელკან რაისის და კელვინ ფილიპსის წყვილი, მაგრამ ამჯერად, ინგლისს გამარჯვება რომ სდომებოდა, მე-60 წუთისთვის ფილიპსი ვინმე უფრო შემოქმედი...
დავიწყებული შოტლანდიაც გავიდა
მადლობა ვის? უეფას და ერთა ლიგას. შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის! შოტლანდიის ნაკრები მიდის იქ, სადაც 22 წელიწადია არ ყოფილა — მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე. „ტარტან არმი” ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდათ. ბელგრადში, სქოთების გამარჯვება პენალტებით გაირკვა. თავად თამაში 1:1 დასრულდა. ანგარიში „სელტიკის” ნახევარმცველმა რაიან კრისტიმ გახსნა, მაგრამ „რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაქვითა. ორივე...





