უკრაინამ „ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიას მოუგო — 3:1 და ცხადია ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო უკრაინელი ფეხბურთელების მიერ იმ ხალხის სახელის უკვდავყოფა, ვინც რუსეთის აგრესიას შეეწირა. ამ გამარჯვებით „ლურჯ-ყვითლებმა” ის ხალხი გაამხნევეს, ვინც სარდაფებში ყუმბარებს აფარებს თავს, ვისაც სახლი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ვინც ომობს…
გლაზგოში თამაშს 3500 უკრაინელი დაესწრო, მათ შორის 60 ობოლი ბავშვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ქვეყნის ნაკრებს ცოტა ხალხი ქომაგობდა. სქოთური ფეხბურთის ლეგენდამ ალი მაკკოისტმა მატჩის წინ თქვა: „დედამიწაზე ჩვენი გამარჯვება არავის უნდა. სადმე სხვა პლანეტაზე შეიძლება იყოს ასეთი ვინმე, მაგრამ აქ, არა”.
კიდევ ერთი ლეგენდა, გრემ სუნესი სულ სხვა აზრისა იყო. ის ამბობდა: „ფიფა ვალდებულია თქვას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ამ შეხვედრაში. უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა მოხვდეს, რათა ადამიანთა ყურადღების ცენტრში დარჩეს”.
ბრიტანული პრესა კი ხუმრობდა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სქოთების დამარცხება მხოლოდ ინგლისელ ფანებს არ გაახარებთო.
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს, 64 წლის ოლექსანდრ პეტრაკოვს ომში მონაწილეობაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ ქვეყნისთვის „ყატარი 2022″-ის საგზური მოეტანა…
და უკრაინის ეროვნულმა გუნდმა ფლეი-ოფის ნახევარფინალი მოიგო. ანგარიში 33-ე წუთზე ანდრეი იარმოლენკომ გახსნა, 49-ზე რომან იარემჩუკმა მეორე გაიტანა და მართალია 79-ე წუთზე კალუმ მაკგრეგორმა სხვაობა შეამცირა, მსაჯის მეხუთე წამატებულ წუთზე არტიომ დოვბიკმა სტუმრების გამარჯვებას ბეჭედი დაასვა.
ფინალი 5 ივნისს გაიმართება. „ლურჯ-ყვითლები” უელსს ხვდებიან და უელსელთა გამარჯვება კვლავ უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
