მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ თურქეთთან 2:3 წააგო, ესპანეთმა ბულგარეთს სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრაში, რომელიც სოფიაში ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. სხვა სიტყვებით, „ლა როხას’’ 38-ე წუთზე საქმე უკვე მომთავრებული ჰქონდა. მე-5 წუთზე ანგარიში მიკელ ოიარზაბალმა გახსნა, 30-ზე მარკ კუკურეიამ მეორე შეაგდო, ხოლო 38-ზე მიკელ...
ჭდე: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
საქართველო დიდი ანგარიშით წაგებას გადარჩა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება საქართველოს ნაკრებმა შინ წაგებით დაიწყო, თურქეთის ეროვნული გუნდი კი პირიქით, სტუმრად მოპოვებული სამი ქულით გათამამებული რიხიანად გააგრძელებს ბრძოლას. მატჩი, რომელსაც 52-ე წუთისთვის სტუმრები 3:0-ს იგებდნენ, 3:2 დასრულდა. ანგარიში მერთ მულდურმა მე-3 წუთზე გახსნა. 41-ე წუთზე ქერემ არკთურქოღლუმ მეორე შეაგდო და მანვე შესვენების შემდეგ, 52-ე წუთზე, ანგარიში გამანადგურებელს დაამსგავსა, მაგრამ...
სპალეტი: ისინი ყველანი საშუალოები არიან
იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ RAI-ს ინტერვიუ მისცა. ამ გამარჯვების წყალობით „სკუადრა აძურამ’’ მსოფლიოს ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში 3 ქულა ჩაიწერა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეეცილოს პირველ ადგილს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც 4 თამაშიდან 4 მოგებით ურყევად უკავია პირველი პოზიცია. „დღესაც გაგვიჭირდა, მაგრამ ამას ბევრი...
უცხოპლანეტელების სამწუხაროდ
უკრაინამ „ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიას მოუგო — 3:1 და ცხადია ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო უკრაინელი ფეხბურთელების მიერ იმ ხალხის სახელის უკვდავყოფა, ვინც რუსეთის აგრესიას შეეწირა. ამ გამარჯვებით „ლურჯ-ყვითლებმა” ის ხალხი გაამხნევეს, ვინც სარდაფებში ყუმბარებს აფარებს თავს, ვისაც სახლი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ვინც ომობს… გლაზგოში თამაშს 3500 უკრაინელი დაესწრო, მათ შორის...
ჟორჟინიომ გააფრინა… ბურთი ცაში
იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ წარმოშობით ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების C ჯგუფის შეხვედრის მიწურულს პენალტიდან ბურთი შვეიცარიელთა კარის ხარიხას ააცილა, რის შედეგადაც ბოლო ტურში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ერთ გუნდსაც დარჩა და მეორესაც. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, როგორც იტალიას, ასევე შვეიცარიას 7 თამაშიდან 15 ქულა აქვთ. გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ამ ეტაპზე...




