მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება საქართველოს ნაკრებმა შინ წაგებით დაიწყო, თურქეთის ეროვნული გუნდი კი პირიქით, სტუმრად მოპოვებული სამი ქულით გათამამებული რიხიანად გააგრძელებს ბრძოლას. მატჩი, რომელსაც 52-ე წუთისთვის სტუმრები 3:0-ს იგებდნენ, 3:2 დასრულდა.
ანგარიში მერთ მულდურმა მე-3 წუთზე გახსნა. 41-ე წუთზე ქერემ არკთურქოღლუმ მეორე შეაგდო და მანვე შესვენების შემდეგ, 52-ე წუთზე, ანგარიში გამანადგურებელს დაამსგავსა, მაგრამ 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანზორ მექვაბიშვილის მიერ ძელისთვის გარტყმული ბურთი კარში გადაამისამართა.
შემდეგ დადგა გაძევებების პერიოდი. მსაჯმა უხეშობისთვის ბარის ალფერ ილმაზი, ხოლო ჭარბი ემოციურობისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი გააძევა.
მსაჯმა თამაშს 9 წუთი დაამატა. 90+8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში მინიმალურ სხვაობამდე შეამცირა, ხოლო სულ ბოლოს მეკარე უგურჩან ჩაქირმა დავითაშვილის დარტყმული საოცარი რეაქციით მოიგერია და თურქები ორი ქულის დაკარგვისგან იხსნა.
შემდეგი შეხვედრა თურქებს შინ ესპანელებთან ელით. შინ თამაშობენ ქართველებიც. მათი მეტოქე ბულგარეთია. ორივე მატჩი კვირას, 7 სექტემბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
