მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ თურქეთთან 2:3 წააგო, ესპანეთმა ბულგარეთს სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრაში, რომელიც სოფიაში ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. სხვა სიტყვებით, „ლა როხას’’ 38-ე წუთზე საქმე უკვე მომთავრებული ჰქონდა. მე-5 წუთზე ანგარიში მიკელ ოიარზაბალმა გახსნა, 30-ზე მარკ კუკურეიამ მეორე შეაგდო, ხოლო 38-ზე მიკელ მერინომ წერტილი დასვა.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ მეორე ტაიმში ტემპი შენელდა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.
„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, შეხვედრის ბედი გადავწყვიტეთ. შესვენების მერე კიდევ გვინდოდა მომატებმა, მაგრამ მეტოქის დუნე ტემპმა ჩვენზეც იმოქმედა. უკეთესი შედეგის მიღწევა გვინდოდა, თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ. რთული მატჩი იყო. გპირდებით, რომ შემდეგი (7 სექტემბერს თურქეთში) უკეთესი იქნება…
…ნაკრებს დაუბრუნდნენ როდრი და დანი კარვახალი. მათ ეს დაიმსახურეს. კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვებაში ყველამ წვლილი შეიტანა. მათაც, ვინ მოედანზე შევიდა და მათაც, ვინც არ შესულა…
…ჩვენ საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს ვუყენებთ. ფეხბურთელები მეორე ტაიმით დარჩნენ უკმაყოფილოები. ყველაფერი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ’’.