ინგლისელებმა ოღონდ ვინმეს დაცინონ და… თუმცა, ვინ იცის, იქნებ მართლებიც იყვნენ. წუხელ გერმანიაში ევრო-2024 გაიხსნა და „სანმა” ასე დაწერა:
„რა სჯობს მსოფლიოს დიდი სპორტული შეჯიბრების გახსნის ექსტრავაგანტურ ცერემონიალს, ოღონდ თუ ისეთი არ არის, როგორსაც მიუნხენში ვუყურეთ — გულშემატკივრები მასპინძლებისა და შოტლანდიის ნაკრებთა შეხვედრის წინ გამართული შოუს დროს ტელევიზორს ხმას ურთავდნენ.
ევრო 2024-ის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ვარსკვლავი არ მიეწვიათ. მათ მიმართეს მოკრძალებულ და საკმაოდ სტანდარტულ ცერემონიალს, რომელშიც გამოიყენეს დროშები, მოცეკვავეები და მშრალი ყინული.
წინა ღონისძიებებთან, აფრიკის თასთან და ოლიმპიადასთან შედარებით ყველაფერი გვარიანად საშუალო დონის იყო. ღონისძიებამ სკოლის წვეულების შთაბეჭდილება დატოვა, მერე კი: მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ. გულშემატკივრებმა მყისიერად გამოაცხვეს პოსტები, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით კარგი იყო: ასე მეგონა ევროვიზიას ვუყურებდიო.
ცერემონიალი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მოედანზე გერმანიისა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები გამოვიდნენ და დინამიკებში მათი ჰიმნები გაისმა.
გახსნამდე ცოტა ხნით ადრე საზოგადოებამ პატივი მიაგო იანვარში გარდაცვლილი გერმანული და მსოფლიო ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნას. ბეკენბაუერი გახლდათ ევროპის 1972 წლის ჩემპიონი გუნდის კაპიტანი.
ანრი დელონეს თასი სარბიელზე მისმა მეუღლემ ჰაიდი ბეკენბაუერმა გაიტანა. მას ევროპის ჩემპიონი კაპიტნები იურგენ კლინსმანი (1996) და ბერნარდ დიტცი (1980) მიაცილებდნენ”.
შემდეგ კი დაიწყო თამაში, რომელიც შოტლანდიის ნაკრებისთვის კოშმარული გამოდგა. ევროპის სამგზის ჩემპიონებმა ანგარიში მე-10 წუთზევე გახსნეს. გოლი ფლიორიან ვირტცმა შეაგდო. 9 წუთში ამას მოჰყვა ჯამალ მუსიალას (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს) მეორე, 45+1 წუთზე კი კაი ჰავერცის მიერ პენალტიდან გატანილი მესამე გოლებიც.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ბრიტანელების რბევა განაგრძეს: 68-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგმა მეოთხე შეაგდო ,90+3 წუთზე კი ემრე ჩანმა მეხუთე. მაგრამ ბოლო ორ გოლს შორის იყო კიდევ ერთი ეფექტური, თუმცა უიღბლო მომენტი: ანტონიო რუდიგერმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი.
ამ დღეს შოტლანდიელს გოლი არ გაუტანია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
