შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი გულწრფელად ამბობს, რომ ევრო 2024-ის შესარჩევი შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის კალუმ მაკგრეგორის გოლამდე უნდა შეწყვეტილიყო. მატჩი, რომელიც გლაზგოური თქეშის გამო ერთ საათზე მეტხანს შეწყდა, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა — 2:0.
მაკგრეგორმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა. სქოთებმა მეორე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს, ეს სკოტ მაკტომინეიმ შეძლო, 90+4 წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ შეაგდო.
„თამაში დასაწყისშივე უნდა გაეჩერებინათ, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, — თქვა კლარკმა და გაიხუმრა, — თუ ჩემი სამი შვილის გაჩენას არ ჩავთვლით, ჩემთვის ეს იყო ცხოვრების ყველაზე გრძელი დღე. თავიდანვე ჩანდა, რომ მოედანი ფეხბურთის სათამაშოდ არ ვარგოდა.
ორგანიზატორებს დრო შეზღუდული აქვთ, თორემ ეს მხოლოდ და მხოლოდ წვიმა იყო, ყველა წვიმის შემდეგ კი მოედანი შრება. დიახ, თავსხმა იყო, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საბოლოოდ მინდორი გაშრებოდა.
ალბათ არსებობდა თამაშის შეწყვეტისთვის მისაღები ლოგიკური დრო ან ჯობდა დაწყება გადაგვედო.
გოლმა, რასაკვირველია შეცვალა შეხვედრის დინამიკა. მას მერე სტუმრებს თამაშის გადადება უნდოდათ, ჩვენ კი არა. ეს ნორმალურია.
გოლი მათ რომ გაეტანათ, მაშინ ისინი მოითხოვდნენ შეხვედრის გაგრძელებას, ჩვენ კი შეწვეტა გვენდომებოდა. საბოლოოდ, კიდევ კარგი მოედანი გააშრეს და ყველამ თავისი საქმე გააკეთა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
