ჭდე: ფინეთი

Home ფინეთი
ფინელების ისტორიული ლუკმა რუსული საკმაზით
ჩანაწერი

ფინელების ისტორიული ლუკმა რუსული საკმაზით

არ მგონია ოლიმპიური ჰოკეის ფინალში გასულ ფინელებს არ გახსენებოდათ ბაბუების გმირული ბრძოლა ფინეთ-რუსეთის ომში, რომელშიც საბჭოთა რუსეთმა ფინეთს ტერიტორიის 11% წაართვა, თითქმის ნახევარ მილიონ ფინელს კი სახლებიდან აყრა და გადასახლება აიძულა. არ მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნებოდა, რაკი თავმოყვარე ხალხი ასეთ ამბებს არ ივიწყებს. ფინელ ჰოკეისტებს პეკინურ ყინულზე თვალსაჩინო სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ რუსეთის...

უშანსოდ
ჩანაწერი

უშანსოდ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა ფინეთში და ლოგიკური მარცხი იწვნია. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გასასვლელად ჩვენებს ჰელსინკიში აუცილებლად უნდა მოეგოთ, რადგანაც პირველი მატჩი თბილისში ფრედ (22:22) დასრულდა. ამის გაკეთება მართლად რთული იყო, რადგან საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ექვსი წამყვნანი ხელბურთელი აკლდა, ერთიც, აუცრელი იყო და ფინეთში შესვლის ნებართვა ამიტომ ვერ მიიღო. მასპინძლებმა თავიდან იგდეს...

ხელიდან გაშვებული მოგება
ჩანაწერი

ხელიდან გაშვებული მოგება

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს გამორჩა – 22:22. არადა, გამთანაბრებელი ბურთი ფინელებმა ზედ ბოლო წამზე გაიტანეს. თუმც, ჩვენი გუნდი მანამდეც არეული გამოიყურებოდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და 17 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაეტანათ. მართალია, ამ პერიოდში ჩვენი მეკარეც ყოჩაღობდა და ფინელებს მხოლოდ 4-ჯერ გაატანინა,...

ის სუნთქავს და ლაპარაკობს…
ჩანაწერი

ის სუნთქავს და ლაპარაკობს…

კრისტიან ერიკსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიკსენი კოპენჰაგენის კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ევრო 2020-ის დანია –...

ერთი მეოთხედი მოსაგებად არ კმარა
ჩანაწერი

ერთი მეოთხედი მოსაგებად არ კმარა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა ფინეთის ეროვნულ გუნდთან, შემდეგ ბევრი იბრძოლა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალები ვერ გადანააწილა და 70:78 დამარცხდა. ცუდი იყო დაცვა პირველ მეოთხედში და 30 ქულა მივიღეთ, საპირწონედ კი მხოლოდ 17 ჩავაგდეთ. მეორე მეოთხედში შეტევაში ვერ ვივარგეთ და 13 ქულა მოვინაგრეთ, ამასთან მეტოქე კიდევ უფრო წინ გავუშვით და ტაიმი 19...

საქართველოს ახალი ამერიკელი
ჩანაწერი

საქართველოს ახალი ამერიკელი

ის ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ბოლო სამი წელიწადია ევროპაში თამაშობს: ევროპული კარიერა ბულგარეთში დაიწყო, გააგრძელა საბერძნეთში და ახლა ესპანეთშია და იქაური უმაღლესი ლიგის გუნდის ბომბარდირია. მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 16.5 ქულა (48.7% ორქულიანი, 37.9% სამქულიანი, 86.5 საჯარიმო), 3.8 პასი, 2.4 მოხსნა. მოკლედ: ესპანეთის „უკამ მურსიას“ ამერიკელმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა...

რუსი თხილამურებზეც ტანკია
ჩანაწერი

რუსი თხილამურებზეც ტანკია

რუსმა მოთხილამურემ, ამავდროულად რუსეთის არმიის ლეიტენანტმა ალექსანდრ ბალშუნოვმა მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპზე ესტაფეტაში, ფინელ იონი მიაკის სამაგიერო გადაუხადა. ბალშუნოვში „ველურმა სულმა“ ფინიშთან ახლოს გაიღვიძა. პირველ ადგილზე ნორვეგიელები გავიდნენ, მეორე ადგილისთვის კი ფინელები და რუსები იბრძოდნენ. მიაკი წამის მეასედებით უსწრებდა ბალშუნოვს და ფინიშიც მასზე ადრე გადაკვეთა. როდესაც რუსი მიხვდა, რომ მეტოქეს ვერ ეწეოდა, ჯერ სათხილამურო ჯოხი...

საქართველო ფინეთში ვარჯიშობს
ჩანაწერი

საქართველო ფინეთში ვარჯიშობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 ნოემბერს ფინეთს ეთამაშება, ხოლო 30-ში – შვეიცარიას. გუნდი უკვე ფინეთშია. ჰელსინკიში საქართველოდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელი ჩავიდა: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე, ხოლო ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, გიორგი კორსანტია და გიორგი...

საქართველო ფინეთში ორჯერ ითამაშებს
ჩანაწერი

საქართველო ფინეთში ორჯერ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ორ მატჩს ფინეთში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერ მასპინძლებს ეთამაშება, ხოლო შემდეგ – შვეიცარიას. წესით, ბოლო მატჩი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ჩაეტარებინა. ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება. E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და...