კრისტიან ერიკსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში.
უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიკსენი კოპენჰაგენის კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება…
საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ევრო 2020-ის დანია – ფინეთის მატჩისას კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დავარდა და… მოედანზევე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა და დეფიბრილატორის გამოყენების შედეგად ფეხბურთელი ამ ქვეყნად მოაბრუნეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კადრები შოკისმომგვრელი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
დანია – ფინეთის მატჩი ერთსაათიანი პაუზის შემდეგ განახლდა.




ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…

