დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე C და D ჯგუფებიც დამთავრდება. საფრანგეთი უკვე მერვედფინალშია, დანრჩენებიდან კი ორივე ჯგუფში, შვიდივე გუნდი ინარჩუნებს ფლეი ოფში გასვლის შანსს. რომელი ნაკრები დარჩება ყატარში და რომელი უკან გაბრუნდება, ეს ამაღამ გაირვევა, იქამდე კი ეს ვნახოთ: C ჯგუფი პოლონეთი-არგენტინა (23:00) საუდის არაბეთი-მექსიკა (23:00) – პოლონეთს პლეი ოფში გასასვლელად ფრე ჰყოფნის, გამარჯვების შემთხვევაში კი პირველ ადგილს დაიკავებს....
ჭდე: დანია
დანიელები ოჯახების გარეშე
დანიის საფეხბურთო კავშირის მენეჯერმა იაკობ ჰოიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტის ნიშნად ოჯახების გარეშე გაემგზავრებიან. ამ ჟესტით, ორგანიზაცია ყატარში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. „არ გვინდა ყატარში ტურისტულ აქტივობას ხელი შევუწყოთ, ამიტომ ჩვენი დელეგაცია მაქსიმალურად მცირე იქნება. ადრე დიდ ტურნირებზე ოჯახის წევრები ყოველთვის ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ ხოლმე, ამჯერად...
ერიქსენი ინგლისურ-დანიურ გუნდში?
კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, ინგლისის „ბრენტფორდში“ გადავიდეს. ეს გუნდი პრემიერლიგის ცხრილის შუაშია და ერთი საინტერესო რამით გამოირჩევა: 8 დანიელი ფეხბურთელი ჰყავს და მწვრთნელიც დანიელია – თომას ფრანკი. ვერ იტყვი, რომ რომელიმე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია. ამ რვიდან სამი კაცი ნაკრებშია, მაგრამ იქ სათადარიგოს როლი აქვთ. ნორგაარდი, იენსენი, იორგენსენი… „ბრენტფორდი“ მოსალოდნელზე კარგ სეზონს ატარებს. ბოლო დროს მოუხშირა წაგებებს,...
ახალი დანიური დინამიტი
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სუპერდამაჯერებლად გამოიყურება დანიის ნაკრები, რომელმაც მიჯრით მეექვსე გამარჯვება ისრაელთან (5:0) მოიპოვა. მანამდე 49 წლის კასპერ ულმანის შეგირდებს უკვე დამარცხებული ჰყავდათ იგივე ისრაელი (2:0), მოლდოვა (8:0), ავსტრია (4:0), შოტლანდია (2:0) და ფარერები (1:0). 6 შეხვედრაში 22 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი ბრწყინვალე შედეგია და რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი უახლოეს მდევარ...
უეფამ დანიას სიცოცხლე დაუფასა
დანიის ნაკრების კაპიტანს სიმონ კიაერსა და ამავე ნაკრების სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც კრისტიან ერიკსენს სიცოცხლე შეუნარუნეს, უეფას პრეზიდენტმა 2021 წლის საგანგებო ჯილდოები გადასცა. კიაერს ჯილდო „ლიდერის განსაკუთრებული თვისებების“ გამო მიაკუთვნეს. მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, დანიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა, მინდორზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო....
ერიკსენი ოპერაციას დათანხმდა
დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოზსენმა განაცხადა, რომ კრისტიან ერიკსენს რთული ოპერაციის გადატანა მოუწევს. მას კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორს ჩაუდგამენ. დანიელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ თავად ერიკსენმა ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა. იმპლანტი ფეხბურთელს არითმიისა და გულის მოულოდნელი გაჩერებისგან დაიცავს. ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სრულფასოვანი კარიერის გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ დანიელ ფეხბურთელს ცუდი ამბავი...
ძმები
დანიელი კრისტიან ერიკსენი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა და მის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშეს დანიელმა მედიკოსებმა, უეფას ექიმებმა, ჰოსპიტლის პერსონალმა დ მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა. დანიელ მედიკოსებს შორის, ახლა უკვე გმირი ძმები, მორტენ და ანდერს ბოესენებიც იყვნენ. საინტერესოა, რომ ისინი თავის დროზე ბადმინტონის პროფესიონალი მოთამაშეები ყოფილან და ერთი მათგანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეც ბრძანებულა. მაგრამ შემდეგ თამაშისთვის...
ის სუნთქავს და ლაპარაკობს…
კრისტიან ერიკსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიკსენი კოპენჰაგენის კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ევრო 2020-ის დანია –...
37 წლის შემდეგ
წუხელ, ერთა A ლიგის მეორე ჯგუფის მატჩში, დანიის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ინგლისის კაცნაკლული ეროვნული გუნდი. მსაჯმა 32-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ჰარი მაგუაირს. ინგლისის ნაკრებისთვის ეს მორიგი სამარცხვინო დღე იყო. საზიზღრად ითამაშა ყველამო. ერადერთი გოლი კრისტიან ერიკსენმა 35-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ეს შედეგი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა. დანიელებს „უემბლიზე“ 37 წელიწადი აღარ მოეგოთ. 1983 წლის...
მისაღები თუ დადებითი
ჟურნალისტში ისევ ქომაგის ემოცია დუღს და ამ გადმოსახედიდან კი ყველაფერი ოდნავ სხვაგვარად მოჩანს. დანიის კალიბრის ნაკრებთან ფრე თუნდაც საკუთარ მოედანზე, სრულიად მისაღები შედეგია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მეტოქისთვის სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. არც ჩვენი ფეხბურთელების ბრძოლის ჟინს დაეწუნებოდა რამე და თითქოს არაფრისმომცემ თამაშში წვივებს არავინ მოფრთხილებია. მისაღებმა (და არა დადებითმა) შედეგმა ჩვენი გუნდის გარკვეული...









