მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სუპერდამაჯერებლად გამოიყურება დანიის ნაკრები, რომელმაც მიჯრით მეექვსე გამარჯვება ისრაელთან (5:0) მოიპოვა. მანამდე 49 წლის კასპერ ულმანის შეგირდებს უკვე დამარცხებული ჰყავდათ იგივე ისრაელი (2:0), მოლდოვა (8:0), ავსტრია (4:0), შოტლანდია (2:0) და ფარერები (1:0).
6 შეხვედრაში 22 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი ბრწყინვალე შედეგია და რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი უახლოეს მდევარ შოტლანდიას 7 ქულით უსწრებს?!
დანიელთა წარმატებას კენჭისყრაში გამართლებას და შედარებით იოლ ჯგუფში მოხვედრას ვერ მივაწერთ. ეს ხომ ის დანიაა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში რომ გავიდა და იქ ინგლისთან მხოლოდ დამატებით დროში 1:2 დამარცხდა.
სანაკრებო წარმატება, ბუნებრივია, ჰაერიდან არ მოდის. დანიელებს მთელი ევროპის მასშტაბით სოლიდური ლეგიონი ჰყავთ, მათი ერვნული პირველობა კი აგრძელებს მომავალი ვარსკვლავების აღზრდას.
ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. უეფამ გასული სატრანსფერო ფანჯარა ციფრებად შეაფასა და აღმოჩნდა, რომ დანია ევროპაში მე-10 ადგილზეა ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით, რამაც ჯამში 100 მილიონ ევროს გადააჭარბა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეროვნული ნაკრები მხოლოდ აისბერგის წვერია და გრძელვადიანი წარმატების საფუძველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
