დანიელი კრისტიან ერიკსენი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა და მის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშეს დანიელმა მედიკოსებმა, უეფას ექიმებმა, ჰოსპიტლის პერსონალმა დ მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა.
დანიელ მედიკოსებს შორის, ახლა უკვე გმირი ძმები, მორტენ და ანდერს ბოესენებიც იყვნენ. საინტერესოა, რომ ისინი თავის დროზე ბადმინტონის პროფესიონალი მოთამაშეები ყოფილან და ერთი მათგანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეც ბრძანებულა.
მაგრამ შემდეგ თამაშისთვის თავი დაუნებებიათ და სპორტული მედიცინა შეუსწავლიათ.
მორტენი ყვება: „როცა მივედით, კრისტიანი არ სუნთქავდა და სასწრაფოდ გულის სარეანიმაციო ქმედებები დავიწყეთ. კარდიო დეფიბრილატორის გამოყენებაც მოგვიხდა.
ჩვენი საქმე გავაკეთეთ. საერთოდ, დახმარება მყისიერი გამოდგა. სამედიცინო პერსონალი უსწრაფესად მუშაობდა. არავინ იცოდა რა მოხდებოდა. ღმერთის წყალობით კრისტიანი გადარჩა.“
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
