![]()
წუხელ, ერთა A ლიგის მეორე ჯგუფის მატჩში, დანიის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ინგლისის კაცნაკლული ეროვნული გუნდი. მსაჯმა 32-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ჰარი მაგუაირს. ინგლისის ნაკრებისთვის ეს მორიგი სამარცხვინო დღე იყო. საზიზღრად ითამაშა ყველამო.
ერადერთი გოლი კრისტიან ერიკსენმა 35-ე წუთზე პენალტით გაიტანა.
ეს შედეგი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა. დანიელებს „უემბლიზე“ 37 წელიწადი აღარ მოეგოთ. 1983 წლის 21 სექტემბერს, ევრო 84-ის შესარჩევ შეხვედრაში მათ ასევე 1:0 დაამარცხეს ინგლისელები. მაშინაც პენალტით, რომელიც 36-ე წუთზე (!) გაიტანა ლეგენდარულმა ალან სიმონსენმა.
სკანდინავებმა ბრიტანელები ჯგუფში ჩატოვეს და ფინალურ ეტაპზე გააღწიეს, სადაც ნახევარფინალს უწიეს. მაშინ პირველად გავიცანით დანიელთა შესანიშნავი გუნდი, „დანიური დინამიტი,“ თავისი მიქაელ ლაუდრუპითა და პრებენ ელკიაერ-ლარსენით.
ამჯერად მატჩის რანგი ისეთი არ გახლდათ, როგორც 83-ში, თუმცა სტუმართათვის პრესტიჟულობის მხრივ, თითქმის იგივე დატვირთვა ჰქონდა. მერე ერიკსენმა, უეფას პრესსამსახურს უთხრა:
„განსაკუთრებული გრძნობაა. ჯერ ერთი, დანიის ნაკრებში მე-100 მატჩი ვითამაშე, თანაც ინგლისი „უემბლიზე“ დავამარცხეთ. ასეთი რამ ბოლოს 37 წლის წინათ მოხდა. ამ მინდორზე გამარჯვებულის რანგში დგომა, ფანტასტიკურია.“
A ლიგის მეორე ჯგუფს 9 ქულით ბელგიის ნაკრები ლიდერობს, ინგლისს და დანიას 7-7 ქულა მოუგროვდათ, ისლანდიას – 0.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
