ინგლისელი ფანები ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გაშვებას და მის ნაცვლად არსენ ვენგერის დანიშვნას სთხოვენ. გულშემატკივარმა გუშინ, შინ, დანიასთან 0:1 წაგება ვერ აიტანა და მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია — საუთგეიტი შანსს აღარ იმსახურებს.
ეს იყო ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ისლანდიაში 2:1 მოიგო. ამრიგად, ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე ბელგიელები არიან, მეორეზე 7 ქულით დანიელები, ხოლო ინგლისელები ასევე 7 ქულით, მათთვის უჩვეულო მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. ისლანდიას ქულა არ აქვს.
ინგლისისა და დანიის შეხვედრაში მასპინძელთა ნაქებმა ცენტრალურმა მცველმა, ზაფხულში, ბარში ჩხუბის გამო საბერძნეთის ციხემოვლილმა ჰარი მაგუაირმა 32-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და თანაგუნდელები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.
სამი წუთის შემდეგ კი ინგლისელთა საჯარომოში დანიელ ტომას დელანისთან კაილი უოქერის ჭიდაობა პენალტით და კრისტიან ერიკსენის გოლით დასრულდა.
ათი კაცით დარჩენილმა ინგლისმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.
ბოლო პერიოდში გულშემატკივარს საუთგეიტის საწინააღმდეგო განწყობა იმან გაუძლიერა, რომ ბოლო სამ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა შვიდი ჩამშლელი ფეხბურთელით ითამაშა.
დანიასთან მატჩის დამთავრების შემდეგ, სოციალური ქსელები საუთგეიტის გადადგომისა და მის ნაცვლად ნაკრების თავკაცად არსენ ვენგერის დანიშვნის მოთხოვნამ ააჭრელა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
