ფინელების ისტორიული ლუკმა რუსული საკმაზით

Home კატეგორიის გარეშე ფინელების ისტორიული ლუკმა რუსული საკმაზით
ფინელების ისტორიული ლუკმა რუსული საკმაზით

არ მგონია ოლიმპიური ჰოკეის ფინალში გასულ ფინელებს არ გახსენებოდათ ბაბუების გმირული ბრძოლა ფინეთ-რუსეთის ომში, რომელშიც საბჭოთა რუსეთმა ფინეთს ტერიტორიის 11% წაართვა, თითქმის ნახევარ მილიონ ფინელს კი სახლებიდან აყრა და გადასახლება აიძულა.

არ მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნებოდა, რაკი თავმოყვარე ხალხი ასეთ ამბებს არ ივიწყებს.

ფინელ ჰოკეისტებს პეკინურ ყინულზე თვალსაჩინო სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ რუსეთის ოლიმპიურ გუნდთან, ოღონდ ეს უპირატესობა ოდენ ერთბურთიან სხვაობაში აისახა 2:1.

ამგვარად, ფინეთმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რაკი აქამდე ამ ქვეყნის ნაკრებს ოლიმპიური ჰოკეი არასდროს მოეგო. ფინალში რუსეთის ძლევა კი, ცხადია, ამ გამარჯვებას გამორჩეულ ლაზათს სძენს.

ფინელებზე ესეც ვთქვათ: ზამთრის თამაშებზე ამ ქვეყანას სულ 175 მედალი აქვს მოგებული, აქედან ოქრო კი 46-ია.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.