უშანსოდ

უშანსოდ

შეიძლება იყოს 7 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობაში-(ი)ს გამოსახულებასაქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა ფინეთში და ლოგიკური მარცხი იწვნია.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გასასვლელად ჩვენებს ჰელსინკიში აუცილებლად უნდა მოეგოთ, რადგანაც პირველი მატჩი თბილისში ფრედ (22:22) დასრულდა.

ამის გაკეთება მართლად რთული იყო, რადგან საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ექვსი წამყვნანი ხელბურთელი აკლდა, ერთიც, აუცრელი იყო და ფინეთში შესვლის ნებართვა ამიტომ ვერ მიიღო.

მასპინძლებმა თავიდან იგდეს ხელთ უპირატესობა და მატჩის ბოლომდე ისე მივიდნენ, მათი გამარჯვება საეჭვო არ გამხდარა. ჩვენი გუნდი იშვიათად თუ შეამცირებდა ანგარიშში სხვაობას 2-3 ბურთით.

საბოლოოდ, ფინელებმა 30:23 მოიგეს და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში თამაში გაინაღდეს.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.