გარეთ ბეილი, შესაძლოა, „საუთჰემპტონში“ გადავიდეს. იქ, სადაც კარიერა დაიწყო …
10 წლისა მივიდა ამ კლუბის აკადემიაში და პროფესიულ კარიერაშიც ერთი სეზონი თავიდან „საუთჰემპტონში“ გაატარა, მერე კი „ტოტენჰემში“ გადავიდა.
ბეილი მადრიდის „რეალში“ მხოლოდ ადგილს ავსებს და დიდ თანხასაც იღებს, თუმც, ადრე თუ გვიან, ეს ამბავიც დასრულდება.
კიდევ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბეილმა ზაფხულში შესაძლოა სულაც დაასრულოს კარიერა. ბრიტანული პრესა წერს, რომ 32 წლის გარემარბს ახლო გარემოცვისთვის უთქვამს ამ ვარიანტზე…
და რა შემთხვევაში შეიძლება შეეშვას თამაშს? ბეილის ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოფილა და იქ თუ ვერ მოხვდება, მაშინ ზაფხულში წავა.
რა შანსი აქვს უელსს? მარტში ნახევარფინალში ავსტრიას ხვდება და თუ მოუგებს, ფინალში შოტლანდია-უკრაინას შორის მოგებულს შეხვდება. და თუ ფინალსაც მოიგებს, უელსი მსოფლიოზე გავა. ბეილიც ალბათ დარჩება…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
