კვირას, 9 ივლისს, ქართველთათვის უკვე კარგად ნაცნობ სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ U20-ის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსის U20-ს დაუპირისპირდება. ეს იქნება ამ გუნდების მეოთხე მატჩი მიმდინარე ტურნირზე. წანი სამი მატჩიდან საქართველომ ორი მოიგო – არგენტინასთან და იტალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან კი დამარცხდა, ხოლო უელსელმა ახალგაზრდებმა მხოლოდ იაპონია დაამარცხეს, რომელიც ტურნირის აშკარა აუტსაიდერია...
ჭდე: უელსი
სიმსივნეც დამარცხებულია და მეტოქეებიც
ორი ამბავი, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული: „ბორნმუთი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. გუნდმა მეორე ადგილი გაინაღდა. და მეორე, უფრო სასიამოვნო… „ბორნმუთის“ ნახევარმცველმა დევიდ ბრუქსმა განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. მას წინა სექტემბრის ბოლოს მეორე სტადია აღმოუჩინეს და რაღა ეფეხბურთებოდა?! მას შემდეგ არ უთამაშია, მკურნალობდა. მანამდე კი სეზონის 7 მატჩში 1 გოლი გაეტანა. „დიდი მადლობა წარმოუდგენლად ძლიერ სამედიცინო პერსონალს. მათ...
ბეილი ბავშვობაში ბრუნდება
გარეთ ბეილი, შესაძლოა, „საუთჰემპტონში“ გადავიდეს. იქ, სადაც კარიერა დაიწყო … 10 წლისა მივიდა ამ კლუბის აკადემიაში და პროფესიულ კარიერაშიც ერთი სეზონი თავიდან „საუთჰემპტონში“ გაატარა, მერე კი „ტოტენჰემში“ გადავიდა. ბეილი მადრიდის „რეალში“ მხოლოდ ადგილს ავსებს და დიდ თანხასაც იღებს, თუმც, ადრე თუ გვიან, ეს ამბავიც დასრულდება. კიდევ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბეილმა ზაფხულში შესაძლოა სულაც დაასრულოს კარიერა....
მსოფლიო იცინის…
14 დეკემბერს, პარიზში გაიმართა რაგბის ისტორიაში რიგით მეათე მსოფლიო თასის წილისყრა. მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ ჯგუფში იყვნენ, ერთმანეთს საფრანგეთშიც დაუპირისპირდება. მაგალითად, ირლანდია და შოტლანდია, ინგლისი და არგენტინა. მაგრამ ის, რაც C ჯგუფის დაკომპლექტებისას მოხდა, ზე-დამთხვევაა. კენჭისყრის ორგანიზატორები იცინოდნენ, როცა უელსი, ავსტრალია და ფიჯი კვლავ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ...
ნულია, მაგრამ პროგრესი
დარწმუნებული ვარ, ჩვენებს უელსთან 3:30 რომ წაეგოთ, ბორჯღალოსნებს ნაკლები კრიტიკა შეხვდებოდათ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო მინდორი კვლავ უქულოდ დატოვა… ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ მშრალად მარცხდება – ინგლისთან 0:40-ის შემდეგ 0:18 აშკარად უკეთ გამოიყურება, თუმც მარტო ანგარიში ხომ არაა? კი ბატონო, ისტორიას მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები შემორჩება, მაგრამ ისეთი უიმედობაც აღარაა, რომელიც...
წითელი დრაკონების მოსათვინიერებლად
რომ თქვა, რომ ქართველებს უელსელებთან ჯახში რამენაირი შანსი აქვთ, მცოდნე ხალხს სასაცილოდაც არ ეყოფა. ასეთია სარაგბო რეალობა – სუსტი ძლიერს ათასში ერთხელ ამარცხებს. ასეთია სპორტის ამ სახეობის სპეციფიკა – შედეგი ყველამ წინასწარ იცის და ინტრიგად ისღა რჩება, თუ რა ხარისხის წინააღმდეგობას გაუწევს სუსტი ძლიერს, რამდენ ქულას გააკეთებინებს ძლიერი სუსტს და როგორი სხვაობა დაფიქსირდება ტაბლოზე 80...
ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!
საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩს მოემსახურება. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში უეინ ბარნსის, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისის დამხმარე იქნება „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის...
უელსის ყველაფერი
ევრო 2020-ის გათამაშებაში გიგზის გეგმა მარტივია, მოედანზე ბეილთან ერთად კიდევ 10 სხვა ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს. ეს ფორმულა აქამდე წარმატებით მუშაობდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ვარსკვლავს კლუბში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, მწვრთნელი ნაცადი ტაქტიკის შეცვლას არც ახლა აპირებს „ის როცა ჩვენთან არის, ყველა შეხვედრაში თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერ გეტყვით მომავალში რა მოხდება, მაგრამ...
მეფე მოკვდა!..
„მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!“ – ასე აუწყებდნენ სამყაროს ძველ საფრანგეთში მონარქის გარდაცვალებისა და ტახტზე ახალი მეფის ასვლის ამბავს. ამ ცნობილი ფრაზის პირველი ნაწილი იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე უკვე ახდა… ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხა და სამყაროს აუწყა, რომ სარაგბო მსოფლიოს ახალი მეფე ეყოლება. თუ ვინ კონკრეტულად, ამას ერთ კვირაში შევიტყობთ....
თამაში ერთი ტაიმი…
43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...








