14 დეკემბერს, პარიზში გაიმართა რაგბის ისტორიაში რიგით მეათე მსოფლიო თასის წილისყრა.
მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ ჯგუფში იყვნენ, ერთმანეთს საფრანგეთშიც დაუპირისპირდება. მაგალითად, ირლანდია და შოტლანდია, ინგლისი და არგენტინა. მაგრამ ის, რაც C ჯგუფის დაკომპლექტებისას მოხდა, ზე-დამთხვევაა.
კენჭისყრის ორგანიზატორები იცინოდნენ, როცა უელსი, ავსტრალია და ფიჯი კვლავ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ კმაროდა და იგივე ხუთეულში, ყველა ლოგიკით, საქართველოს ნაკრებიც უნდა აღმოჩნდეს, თუ, რა თქმა უნდა, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ორწლიანი (2021-2022) ციკლის ჯამური გამარჯვებული გახდება. ამაში ეჭვი წილისყრის ორგანიზატორებსაც არ ჰქონდათ და ამ დამთხვევის აღმოჩენისას ისინი სიცილს ვეღარ იკავებდნენ.
მაგრამ იმაზე კი არ უფიქრიათ, რომ მეხუთე ვაკანსია შეიძლება ურუგვაიმ შეავსოს, ყოველ შემთხვევაში, ძალთა დღევანდელი ბალანსით ასე ჩანს – საკვალიფიკაციო ციკლის გავლით მსოფლიო თასის C ჯგუფში სწორედ ურუგვაელები უნდა მოხვდნენ…
2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე საფრანგეთის 9 ქალაქში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი13/07/2026 | 21:34იტალიური კოშმარი ქუთაისში
რაგბი12/07/2026 | 17:54გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
აქეთურ-იქითური12/07/2026 | 03:14პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
აქეთურ-იქითური10/07/2026 | 20:36სამოასთვის სამაგიეროს გადასახდელად