დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დამთავრდება და მერვედფინალებიც საბოლოო სახეს მიიღებს. სხვისა არ იყოს, არც G და H ჯგუფებშია გამსვლელთა ვინაობა ბოლომდე გარკვეული – ორი მერვედფინალისტი გუნდი ცნობილია, ორიც დღეს გაიხარებს… G ჯგუფი სერბეთი – შვეიცარია (23:00) კამერუნი – ბრაზილია (23:00) – ბრაზილია გასულია მერვედფინალში. თუ სამხრეთამერიკელები თავიანთ შეხვედრას არ წააგებენ ან შვეიცარია ვერ მოიგებს,...
ჭდე: ურუგვაი.
ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს
ფიფას საგანგებო კომისიამ დაადგინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრების კარში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და თითქოს თმის წვერებით შეეხო. ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის შეასრულა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის...
ურუგვაის 100 უნდა
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას ექვსი ქვეყანა აპირებს. თუმცა, ეს ექვსეული ორ ჯგუფად არის გაყოფილი: ევროპიდან მონდიალის ერთობლივად ჩატარება ესპანეთსა და პორტუგალიას სურთ, სამხრეთ ამერიკიდან კი – ურუგვაის, არგენტინას, ჩილესა და პარაგვაის. ესპანეთს (1982 წელს) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება აქვს, პორტუგალიას კი, მსოფლიოს უდიდესი ფორუმისთვის არასდროს უმასპინძლია. ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან ერთადერთი პარაგვაი იქნება, სადაც...
ურუგვაის ოსკარი მოხსნეს
ბოლივიაში 0:3 წაგების შემდეგ ურუგვაის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს დაატოვებინეს. 74 წლის კაცს, რომელიც გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა და თბილისშიც გვსტუმრობდა. არადა, ურუგვაის ნაკრების ბოლოდროინდელ აღმავლობაში ტაბარესის წვლილი ფასდაუდებელია. მისი თავკაცობით ლურჯ-ცისფრებმა ითამაშეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში და 2011 წელს მოიგეს კოპა ამერიკა. საკლუბო დონეზე დონეზე, 1987 წელს ტაბარესის „პენიაროლმა“ მოიგო კოპა...
ოლიმპიადა მონდიალთან რას მოვა
ფიფას ხელმძღვანელობა ურუგვაის ნაკრებისგან მაისურებზე დატანებული ემბლემის შეცვლას ითხოვს. ურუგვაის ნაკრების ეკიპირებაზე PUMA ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სამხრეთამერიკელებმა კომპანიას ფორმების ახალი დიზაინი წარუდგინეს. გერმანელებმა კი პასუხად აცნობეს, რომ ფიფა-დან გაფრთხილებულები არიან: მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატამდე ურუგვაელთა ემბლემაზე ოთხი ვარსკვლავიდან ორი უნდა დარჩეს. ურუგვაელთათვის ეს ოთხი ვარსკვლავი სიმბოლურად ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (1930, 1950) და ორ ოლიმპიადაზე...
მსოფლიო იცინის…
14 დეკემბერს, პარიზში გაიმართა რაგბის ისტორიაში რიგით მეათე მსოფლიო თასის წილისყრა. მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ ჯგუფში იყვნენ, ერთმანეთს საფრანგეთშიც დაუპირისპირდება. მაგალითად, ირლანდია და შოტლანდია, ინგლისი და არგენტინა. მაგრამ ის, რაც C ჯგუფის დაკომპლექტებისას მოხდა, ზე-დამთხვევაა. კენჭისყრის ორგანიზატორები იცინოდნენ, როცა უელსი, ავსტრალია და ფიჯი კვლავ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ...
სანამ კორონა გადივლიდეს…
იხ. დასაწყისი გაათავისუფლეთ ფინალის მსაჯი! კურიოზული აღმოჩნდა მსოფლიოს სულ პირველი, 1930 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მასპინძელ ურუგვაისა და არგენტინას შორის. ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ყველა მსაჯს ეშინოდა ქომაგების მხრიდან შესაძლო შურისძიების. ერთადერთი, ვინც გარისკა, ბელგიელი ჯონ ლანგენუსი იყო. ორგანიზატორები მშვიდად იყვნენ, მაგრამ მოვიდა მატჩის დაწყების დრო და… სადაა ბელგიელი?! ფინალური მატჩის წინ აჟიოტაჟმა პიკს...
ურუგვაიმ სიმბოლო გაუშვა
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი. 73 წლის ტაბარესი ურუგვაული ფეხბურთის სიმბოლოა, 2006 წლიდან მოყოლებული მუშაობდა პოსტზე და ამ ხნის განმავლობაში სელესტემ რასაც მიაღწია, ყველამ იცის… ფედერაციას კორონავირუსის გამო დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა და მთლიანობაში, 400-მდე ადამიანს გაუწყვიტა ხელშეკრულება. მათ შორის ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესსაც, ვისი მოხსნის მიზეზიც, ცხადია, შედეგები არ და ვერ...
გოდინი: ინტერში ნიჩაბი მიჭირავს
ამ ზაფხულს დიეგო გოდინი „ინტერში” გადავიდა და ამით მისი თავგადასავალი „ატლეტიკოში” დასრულდა. ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი” სერია „ა”-ს ცხრილს სათავეში რომ მოექცა, ამაში, ურუგვაელის დიდი დამსახურებაც არის. გადასავლის მიზეზი: მილანელებმა მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მადრიდელებმა — არა. და აი, იტალიაში გადაბარგებულმა გოდინმა ესპანურ „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. — როგორ მოგეწონათ მილანში? რა...




![1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-[2]-3801-p ოლიმპიადა მონდიალთან რას მოვა](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2021/08/1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-2-3801-p.jpg)


