ფიფას ხელმძღვანელობა ურუგვაის ნაკრებისგან მაისურებზე დატანებული ემბლემის შეცვლას ითხოვს.ურუგვაის ნაკრების ეკიპირებაზე PUMA ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სამხრეთამერიკელებმა კომპანიას ფორმების ახალი დიზაინი წარუდგინეს.
გერმანელებმა კი პასუხად აცნობეს, რომ ფიფა-დან გაფრთხილებულები არიან: მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატამდე ურუგვაელთა ემბლემაზე ოთხი ვარსკვლავიდან ორი უნდა დარჩეს. ურუგვაელთათვის ეს ოთხი ვარსკვლავი სიმბოლურად ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (1930, 1950) და ორ ოლიმპიადაზე (1924, 1928) გამარჯვებას ასხავს.
ფიფა-ს ჩინოსანთა აზრით, ოლიმპიადის მოგებისთვის დამატებულ მედლებს ემბლემაზე არაფერი ესაქმება – ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია სწორედ ფიფა-ს პარტნიორია და არა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის.
ურუგვაელები აპელაციის შეტანით იმუქრებიან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
![1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-[2]-3801-p ოლიმპიადა მონდიალთან რას მოვა](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2021/08/1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-2-3801-p.jpg)