ფიფას ხელმძღვანელობა ურუგვაის ნაკრებისგან მაისურებზე დატანებული ემბლემის შეცვლას ითხოვს. ურუგვაის ნაკრების ეკიპირებაზე PUMA ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სამხრეთამერიკელებმა კომპანიას ფორმების ახალი დიზაინი წარუდგინეს. გერმანელებმა კი პასუხად აცნობეს, რომ ფიფა-დან გაფრთხილებულები არიან: მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატამდე ურუგვაელთა ემბლემაზე ოთხი ვარსკვლავიდან ორი უნდა დარჩეს. ურუგვაელთათვის ეს ოთხი ვარსკვლავი სიმბოლურად ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (1930, 1950) და ორ ოლიმპიადაზე...
Tag: სოკ
იმედების სასაფლაო
სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა. კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში. ტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო, მაგრამ...
ბახმა მოსკოვი საეჭვოდ გაიხსენა
2021 წელს გასამართ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც წლულს უნდა გამართული, „რაღაც ემუქრება“. ეს „რაღაც“ კი, ბოიკოტი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადება და წარსულის გახსნება, ამას გვაფიქრებინებს. შეგახსენებთ, რომ 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი 60-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა. მიზეზი 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლა იყო. სწორედ ეს...
ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საერთოდ გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ერთი წლით გადავადებული უდიდესი სპორტული ფორუმი 2021 წლის ზაფხულში არ გაიმართება. „მესმის, რომ შეუძლებელია თამაშების დაუსრულებლად გადადება და ყოველ ჯერზე ორგკომიტეტისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის დაქირავება. არც ის შეიძლება, საერთაშორისო ფედერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუცვალოთ ღონისძიებათა გრაფიკი....
ოლიმპიადა იქნება…
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არც განიხილავს. იოშირო მორის შესაბამისი განმარტება მოჰყვა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ჰარუიუკი ტაკაჰასის ინტერვიუს, სადაც ის ტოკიოს თამაშების ერთი ან ორი წლის შემდეგ...
ერეკლეს ამბავში…
უცნაური ამბავი მოხდა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესიაზე. სოკ-მა მიიღო და სრულად გაიზიარა აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ხელდასმით გაიმართოს. საუბარია სალიცენზიო შეჯიბრებებზე, სადაც უნდა გაირკვეს იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას გაინაღდებენ. საინტერესოა, რომ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციას (AIBA),...
![1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-[2]-3801-p ოლიმპიადა მონდიალთან რას მოვა](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2021/08/1992-1993-uruguay-home-football-shirt-top-jersey-adults-large-2-3801-p.jpg)




