საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არც განიხილავს.
იოშირო მორის შესაბამისი განმარტება მოჰყვა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ჰარუიუკი ტაკაჰასის ინტერვიუს, სადაც ის ტოკიოს თამაშების ერთი ან ორი წლის შემდეგ შესაძლო ჩატარებაზე საუბრობს.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარებისკენ სწრაფვაა. ამიტომაც გეგმების შეცვლაზე სულაც არ ვფიქრობთ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მხოლოდ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჰიპოტეტურ შეკითხვაზე“, – განმარტავს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
