ქალთა შორის 1500 მეტრზე სირბილის საკვალიფიკაციო ეტაპზე კენიელი ედინა ჯებიტოკი მოულოდნელად დაეცა. მას კვალში ერთ-ერთი ფავორიტი, ეთიოპიური წარმოშობის ნიდერლანდელი სიფან ჰასანი ედგა, რომელმაც მეტოქეზე გადახტომა ვერ მოასწრო და ასევე დაეცა. სიფან ჰასანს შეეძლო პროტესტი გამოეთქვა – ის ხომ დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო და ფინალში გადაიყვანდნენ. ამის ნაცვლად ის წამოხტა და დაწინაურებულებს დაედევნა. დაედევნა რომელია...
ჭდე: ტოკიო2020
ვერ გადახტა, ვერ ჰკრა…
3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი მძლეოსანი გავიდა და სამივემ განსხვავებულად იასპარეზა. ბირთვის კვრაში გიორგი მუჯარიძემ კვალიფიკაცია ვერ გადალახა და ფინალს მიღმა დარჩა. ფინალში გადასვლელად საჭირო იყო მინიმუმ 21.20 მეტრის დაძლევა ან 12 საუკეთესოში მოხვედრა. ჩვენებურმა სამი ცდიდან, ბირთვი ყველაზე შორს, 19.76 მეტრზე ჰკრა. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი მე-15 გამოდგა, რაც ფინალის საგზურისთვის საკმარისი არ...
ოლიმპიადა მძლეოსნობას შეიწირავს
იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბარი დაგეგმეს. სავარაუდოდ, ეს ორი პატივცემული კაცი დაუსვამს წერტილს ოლიმპიადის გადატანა-არგადატანის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლით გადადება გადაწყდება, ოლიმპიადა მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს შეიწირავს. მოგეხსენებათ, სამძლეოსნო მონდიალი, რომელიც თავისთავად გრანდიოზული ტურნირია, 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2021 წელს ჩემპიონატს ამერიკულმა იუჯინმა 6-15 აგვისტოს უნდა...
ოლიმპიადა იქნება…
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არც განიხილავს. იოშირო მორის შესაბამისი განმარტება მოჰყვა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ჰარუიუკი ტაკაჰასის ინტერვიუს, სადაც ის ტოკიოს თამაშების ერთი ან ორი წლის შემდეგ...
ტოკიო ბოლტმა გამოსცადა
2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იამაიკელი უსეინ ბოლტის მონაწილეობით და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებით გაიხსნა. სარბენ ბილიკებზე გასვლის საშუალება სიმბოლურად 2020 მონაწილეს მიეცა. მათ შორის ძირითადად იყვნენ იაპონელი ოლიმპიური და აზიის თამაშების ჩემპიონები და პრიზორები, ასევე სხვა ქვეყნებიდან მიწვეული პარალიმპიელი ათლეტები. სარბენ ბილიკზე პირველი წარსდგა სტადიონის პროექტის დიზაინერი, იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა. ტიტულოვანმა უესინ ბოლტმა ესტაფეტაში...



