3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი მძლეოსანი გავიდა და სამივემ განსხვავებულად იასპარეზა.
ბირთვის კვრაში გიორგი მუჯარიძემ კვალიფიკაცია ვერ გადალახა და ფინალს მიღმა დარჩა. ფინალში გადასვლელად საჭირო იყო მინიმუმ 21.20 მეტრის დაძლევა ან 12 საუკეთესოში მოხვედრა.
ჩვენებურმა სამი ცდიდან, ბირთვი ყველაზე შორს, 19.76 მეტრზე ჰკრა. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი მე-15 გამოდგა, რაც ფინალის საგზურისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა კი, სამხტომში სამი ცდიდან ვერცერთი გამოიყენა. ორჯერ ფეხი ვერ დააფიქსირა, ხოლო შემდეგ ტრავმა მიიღო და აღარც გადამხტარა. ასე თქვა ؘ– თვითონ.
კიდევ ერთი ქართველი ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა) კი, როგორც უკვე იცით, დოპინგზე ჩავარდა და ოლიმპიადიდან მოიხსნა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
