ჭდე: სეოკ

Home სეოკ
ოლიმპიელებს შეზღუდვები დაუწესეს
ჩანაწერი

ოლიმპიელებს შეზღუდვები დაუწესეს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტმა წარმოადგინეს თამაშების მონაწილეთა ქცევის წესების პირველადი ვერსია. თითოეული მონაწილე ვალდებული იქნება, საკუთარ ტელეფონში გადაწეროს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზატორებს რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება ჯანდაცვის ადგილობრივ სტრუქტურებს. ოლიმპიურ სოფელში ათლეტები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ გარშემომყოფებთან ფიზიკურ კონტაქტს და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. ათლეტებს აეკრძალებათ...

კრება დარჩა მხიარული
ჩანაწერი

კრება დარჩა მხიარული

– მოვიგეთ, ფეოლა! – გაგიჭირდებოდათ… გაგახსენდათ? მე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დღევანდელმა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გამახსენა. ლერი ხაბელოვი პრეზიდენტად ერთხმად, უკონკურენტოდ და მესამე ვადით აირჩიეს.  ბატონ ლერის პირადად არას ვერჩით – ძალიან დიდი სპორტსმენი და სხვებზე არაფრით ნაკლები ჩინოვნიკია, მაგრამ სწორედაც რომ ჩინოვნიკი.  ოლიმპიური კომიტეტის ყველა პრეზიდენტის ზეობისას დამიწერია და ვერ შევიცვალე აზრი – ეს ორგანიზაცია საქართველოში...

იმედების სასაფლაო
ჩანაწერი

იმედების სასაფლაო

სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა. კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში. ტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო, მაგრამ...

სამართლიანი ის არის, რაც ელიტას აწყობს?
ჩანაწერი

სამართლიანი ის არის, რაც ელიტას აწყობს?

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამას კარგა ხანია გაიძახის საერთაოშირისო ფედერაციები, ასოციაციები თუ კომიტეტები. ისინი პირდაპირ ითხოვენ, რომ სახელმწიფო სპორტში არ ჩაერიოს. საქართველოში ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებით არის ატაცებული, საქმით კი… ბევრჯერ მომხდარა, რომ სახელმწიფო სხვა და სხვა ფედერაციების არჩევნებში ჩარეულა. კიდევ ბევრჯერ მოხდება, მით უფრო, რომ წინ საამისო...

მოსალოდნელია, ხმაური…
ჩანაწერი

მოსალოდნელია, ხმაური…

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. უმთავრესი საკითხი სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევა იყო. შედეგად მივიღეთ, რომ საანგარიშო-საარჩევნო სესია 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართება. ასევე დაამტკიცეს დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი. სეოკ-ის უფლებამოსილმა წევრმა ორგანიზაციებმა საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა პერსონალური სია სეოკ-ის ოფისში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020...

ოლიმპიადა იქნება…
ჩანაწერი

ოლიმპიადა იქნება…

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არც განიხილავს. იოშირო მორის შესაბამისი განმარტება მოჰყვა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ჰარუიუკი ტაკაჰასის ინტერვიუს, სადაც ის ტოკიოს თამაშების ერთი ან ორი წლის შემდეგ...