სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა.
კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში.
რას საქმიანობენ სადღეისოდ ჩვენი ოლიმპიელები? ამ გოგო-ბიჭებმა ოფლის და ხანდახან სისხლის ფასად ლიცენზიები მოიპოვეს, იმ ევერესტზე ასასვლელად ემზადებოდნენ და…
რამდენიმე თვით შეჩერდა საწვრთნელი პროცესი. გადაიდო შეკრებები. ჩაიშალა ტურნირები. როგორ ფორმაში არის ეს ხალხი და რა იგეგმება საიმისოდ, რომ ისინი 2021-ში სათანადო ფორმაში იყვნენ?
ვიღაც წლეულს უკვე იყო ფორმის პიკზე, მაგრამ გამოუვა კი იგივე ერთი წლის შემდეგ? სასაყვედუროდ არა, უფრო სურვილად – ეგებ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ეროვნულმა ფედერაციებმა მოახერხონ და ერთობლივად ან ცალ-ცალკე გვითხრან მაინც, რა მდგომარეობაშია ქართული სპორტი, რა იგეგმება და რისი უნდა გვეიმედებოდეს?!

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
