იუვენტუსელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. „იუვეს” მშობლიური ქალაქი ტურინი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში მდებარეობს, სადაც COVID-19 ძალიან არის მოდებული.
რუგანიმ, რომლის ყიდვაც ადრე „არსენალს” უნდოდა თქვა: „დიახ, მე კორონავირუსი მჭირს, მაგრამ ნუ ღელავთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო, რომ რეკომენდაციები დაიცვას. ეს ჩვენს გარშემო მყოფთათვის, ახლობლებისთვის უნდა გავაკეთოთ”.
ერთი ხნის წინ „იუვენტუსმა” ვარჯიში შეწყვიტა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კლუბის 23 წლამდელებმა „პიანეზესთან” ითამაშეს, სამ დღეში კი გაირკვა, რომ სამ ფეხბურთელს და მწვრთნელს კორონავირუსი გადაედო.
კრიშტიანუ რონალდუს, აარინ რემსის და „ბებერი ქალბატონის” სხვა ვარსკვლავებს ბუნებრივია, რუგანისთან ჰქონდათ ურთიერთობა. მართალია, ცენტრალურ მცველს ძირითადში 22 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ აგერ, ახლახან, ოთხი დღის წინ, როდესაც „იუვემ” „მილანს” 2:0 მოიგო და ფეხბურთელები გოლებს ზემობდნენ, ის ბიჭებთან ერთად იყო და მათ ეხუტებოდა.
შემდეგ, გუნდმა გასახდელშიც გადაიღო სურათი, სადაც ყველანი ერთად ხარობენ.
ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსს” მომდევნო ოთხშაბათს, 18 მარტს უნდა ეთამაშა „ლიონთან”. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა…

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
